|
2023-08-07 14:10:39, 691 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი - 15 წლის წინ რუსეთმა ომით რაც ვერ შეძლო, 15 წლის თავზე მიღწეული აქვს ივანიშვილს რუსული ხელისუფლების სახელით
15 წლის წინ პუტინის რუსეთმა ტანკებით, ომით, იარაღით რაც ვერ შეძლო, სამწუხაროდ, 15 წლის თავზე მიღწეული აქვს ბიძინა ივანიშვილს რუსული ხელისუფლების სახელით,- ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. ხაბეიშვილმა, დღეს პარტიის ლიდერებთან ერთად, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ მებრძოლებს პატივი მიაგო. “ამ გმირმა ბიჭებმა შეძლეს და წინააღმდეგობა გაუწიეს ტერორისტ პუტინს და მათ შეძლეს და შეინარჩუნეს საქართველოს სახელმწიფო. უმძიმესი საყურებელია, რომ 15 წლის შემდეგ, მაშინ, როდესაც ამ ვაჟკაცმა ბიჭებმა საკუთარ ქვეყანას, საკუთარ სამშობლოს თავი შესწირეს, პუტინის რუსეთმა ტანკებით, ომით, იარაღით რაც ვერ შეძლო, ჩვენდა სამწუხაროდ, 15 წლის თავზე მიღწეული აქვს ბიძინა ივანიშვილს და რუსული ხელისუფლების ხელით და ეს არის ძალიან მძიმე. თითოეული ქართველის ვალია, ამ ბიჭების პატრიოტობა, ვაჟკაცობა დაფასდეს და შესაბამისად, თითოეული ქართველის ვალია, რუსული რეჟიმის, რუსული ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა, რომ 15 წლის თავზე არ გვქონდეს რეალობა, ვიღვიძებდეთ რუსული რეჟიმის, საოკუპაციო რეჟიმის პირობებში. დიდება გმირებს და მე დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოო ჯამში, ქართველი ხალხი აუცილებლად გაიმარჯვებს თავისუფლებისთვის ბრძოლაში”, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა. რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომიდან დღეს 15 წელი გავიდა.
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)