01:25 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-06 12:49:03, 823 ნახვა

საზოგადოება
ნიდერლანდების საგარეო - ვუგზავნით გულითად სამძიმარს მათ, ვინც დაზარალდა შოვში დამანგრეველი მეწყერის შედეგად

რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე კურორტ შოვში მომხდარ ტრაგედიას ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს.

ნიდერლანდების საგრეო უწყება მეწყერის შედეგად დაზარალებულებს სამძიმარს უცხადებს.

„ვუგზავნით გულითად სამძიმარს მათ, ვინც დაზარალდა შოვში დამანგრეველი მეწყერის შედეგად. იმედს ვიტოვებთ, რომ მიმდინარე სამძებრო და სამაშველო ოპერაციის შედეგად დაკარგული ადამიანების უსაფრთხოდ პოვნა მოხერხდება“,- ნათქვამია ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა.

შეგახსენებთ, შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, დაღუპულია 18 ადამიანი, 18-ს კი ისევ ეძებენ. საქართველოში 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics