02:14 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-05 13:31:56, 1259 ნახვა

საზოგადოება
ზაზა მესხის მეუღლე გარდაცვლილი იპოვეს, ბავშვების პოვნა ვერ ხერხდება

ჰოლანდიიდან საქართველოში ჩამოსული ქართველის ზაზა მესხის მეუღლე გარდაცვლილი იპოვეს, თავად ზაზა მესხის და მისი 3 შვილის პოვნა ამ დრომდე ვერ ხერხდება - ამის შესახებ, ოჯახის წევრმა განაცხადა.

"პირველი სიახლე გვაქვს და არ არის კარგი. ქუთაისის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროში და დავადგინეთ რომ ალინა პოლიკოვსკა 3 აგვისტოს გარდაცვლილა შოვის სტიქიაში.
ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული.
დანარჩენ ოჯახის წევრები, ზაზა მესხი და ჩვენი შვილების ჯერ არაფერია ცნობილი. " - განაცხადა მესხის ყოფილმა მეუღლემ.

რაჭაში ეძებენ ხუთსულიან ოჯახს, რომელიც ამ დღეებში რაჭაში, უწერაში ისვენებდა, ხოლო 3 აგვისტოს, როცა მეწყერი ჩამოწვა, სავარაუდოდ, ოჯახის წევრები შოვის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ.

ოჯახის ახლობლის ავთო ყავლაშვილს ინფორმაციით, იგი შოვთან ახლოს, უწერაში ცხოვრობს და ზაზა მესხი, მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად, მის კოტეჯში ისვენებდა.

„ავტომანქანით წავიდნენ შოვის დასათვალიერებლად, მაგრამ არც მანქანა ჩანს და ვერც ამ ადამიანებს ვუკავშირდებით.

3 აგვისტოს, 12 საათის შემდეგ, კონტაქტზე აღარ გამოსულან. არც მანქანა ჩანს, არც ეს ოჯახი ჩანს“ – ამბობს ავთო ყავლაშვილი. მისი თქმით, ოჯახი ჰოლანდიაში ცხოვრობს და აქ დასასვენებლად იყვნენ ჩამოსული.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics