|
2023-08-04 22:12:01, 707 ნახვა
საზოგადოება
პარმენ მარგველიძე - სტიქიის ზონაში 25 ადამიანის ძიება ღამის განმავლობაშიც გაგრძელდება
სტიქიის ზონაში 25 ადამიანის ძიება გაგრძელდება ღამის განმავლობაშიც, დრონების მეშვეობით, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა პარმენ მარგველიძემ განაცხადა. მისივე თქმით, პროცესში ჩართულები არიან ასევე კინოლოგები, ამასთან ერთად შექმნილია სტიქიის სალიკვიდაციო შტაბი, სადაც იგზავნება ოპერატიული ინფორმაცია და ხდება რეაგირება. „მთელი დღის განმავლობაში აქტიურად გრძელდებოდა სამაშველო სამუშაოები, რომელშიც ჩართული იყვნენ შსს-ს სამაშველო ჯგუფები. 400 მაშველი მონაწილეობს სამუშაოებში, სტიქიის ზონის მთელ პერიმეტრზე. 210 მოქალაქე დაუბრუნდა საკუთარ ოჯახებს, 25 ადამიანთან ისევ ვერ ხერხდება კავშირის დამყარება. სამწუხაროდ, გვყავს გარდაცვლილები, რომელთა იდენტიფიკაციის პროცესი უკვე მიმდინარეობს. ვსარგებლობ შემთხვევით და მადლობას ვუხდი ყველას, ვინც მონაწილეობს სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებებს. დღეს დაიწყო პირველი ხიდის აღდგენითი სამუშაოები და გზის გაწმენდა. სტიქიის ზონაში იმყოფებოდა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც შეაფასა ადგილზე არსებული სიტუაცია. მისი გადაწყვეტილებით, ხვალიდან უკვე ეროვნული გვარდიის ჯარისკაცები ჩაერთვებიან სამძებრო სამუშაოებში, რითაც დააჩქარებენ ამ პროცესს. ძიება გაგრძელდება ღამის განმავლობაშიც, დრონების მეშვეობით. პროცესში ჩართულები არიან ასევე კინოლოგები. შექმნილია სტიქიის სალიკვიდაციო შტაბი, სადაც მოდის ოპერატიული ინფორმაცია და ხდება ამაზე რეაგირება“, - აცხადებს პარმენ მარგველიძე.
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)