03:01 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-04 17:24:42, 612 ნახვა

საზოგადოება
PSP შოვის ტრაგედიის შედეგად დაზარალებულებს დახმარებას გაუწევს

PSP შოვში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაზარალებულებს პირველადი საჭიროების  მედიკამენტებით, ბავშვთა კვებით და ბავშვის საფენებით დაეხმარება. ამის შესახებ კომპანია განცხადებას ავრცელებს.

როგორც PSP-ს განცხადებაშია აღნიშნული, დახმარების მიღება შესაძლებელია ონში, PSP-ს აფთიაქში, რუსთაველის N2-ში 9 აგვისტოს ჩათვლით.

"PSP მწუხარებას გამოთქვამს რაჭის ტრაგედიასთან დაკავშირებით და დაზარალებულებს პირველადი დახმარების მედიკამენტებით, ბავშვთა კვებით და საფენებით დაეხმარება. 

გვსურს მხარში დავუდგეთ დაზარალებულებს და ჩვენი წვლილი შევიტანოთ მათ დახმარებაში; ამისთვის, ქ. ონში არსებულ PSP-ს აფთიაქიდან დაზარალებულებს პირველადი დახმარების ნივთებით, პირველადი საჭიროების მედიკამენტებით  (არარეცეპტორული), ბავშვის საფენებითა და ბავშვთა კვებით დახმარებას გაუწევს. 

დახმარების მისაღებად მოგვწერეთ "ფეისბუქის" გვერდზე პროდუქციის დასახელებების ჩამონათვალი, რაოდენობა და საკონტაქტო ნომერი. 

დახმარების მიღება შესაძლებელია ონში PSP-ს აფთიაქში, რუსთაველის N2-ში 9 აგვისტოს ჩათვლით",- ნათქვამია PSP-ს განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics