17:00 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-03 15:22:36, 806 ნახვა

პოლიტიკა
თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე სლოვაკ დიპლომატებს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის ელჩს პაველ ვიზდალს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სლოვაკეთის ელჩმა მინისტრის მოადგილეს თავდაცვის ახალი ატაშე საქართველოში, ვიცე-პოლკოვნიკი მილან შინტაი  წარუდგინა, რომელიც სლოვაკეთის პირველი რეზიდენტი ატაშეა საქართველოში. დღემდე სლოვაკეთის თავდაცვის ატაშე საკუთარ მოვალეობას თურქეთის დედაქალაქიდან - ანკარიდან ასრულებდა.

"ლელა ჩიქოვანმა ვიცე-პოლკოვნიკ მილან შინტაის მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა, ხოლო ყოფილ თავდაცვის ატაშეს, პოლკოვნიკ ლუბოს კლიმას საქართველო-სლოვაკეთის ურთიერთობების განმტკიცების საქმეში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და უწყებრივი მედლით „ღირსეული პარტნიორი“ დააჯილდოვა.

სლოვაკ დიპლომატებთან შეხვედრაზე ლელა ჩიქოვანმა ყურადღება გაამახვილა სლოვაკეთის მთავრობის პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერაზე. აღინიშნა, რომ საქართველო ახორციელებს რეფორმებს, რაც კიდევ უფრო აახლოებს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებასთან. საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების საქმეში სლოვაკეთის როლს, კერძოდ, თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIBS) სლოვაკი ექსპერტის ჩართულობას. მხარეებმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში სლოვაკი დამკვირვებლების მონაწილეობაზეც ისაუბრეს. მხარეებმა საქართველოში გამართულ საერთაშორისო სამხედრო სწავლებებში სლოვაკი სამხედროების მონაწილეობის მნიშვნელობასა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებაზეც იმსჯელეს", - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დონალდ ტრამპი ანკარაში ჩავიდა
პაპუაშვილი: ევროკავშირს აღარ აქვს ფუფუნება, საკუთარ თავს კვლავ ექსკლუზიურ კლუბად აღიქვამდეს
დეპარტამენტი: ავტობანის ლანჩხუთი-ლესას მონაკვეთი 9 ივლისამდე ჩაიკეტება
უკრაინის გენშტაბი რუსეთში დაბომბილი სტრატეგიული ობიექტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics