18:03 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-03 13:33:30, 927 ნახვა

პოლიტიკა
მანჯგალაძე - კობახიძესა და ზახაროვას შორის მხოლოდ სქესშია განსხვავება

"სტრატეგია აღმაშენებლის" წარმომადგენელი პაატა მანჯგალაძე ბათუმის საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას განცხადებას ეხმაურება.

როგორც მანჯგალაძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას განაცხადა, ამ საკითხის მიმართ მარია ზახაროვასა და "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიდგომებში "არანაირი განსხვავება არ არის".

"რუსი კურატორები "ქართულ ოცნებას" უმზადებდნენ სასაუბრო "მესიჯბოქსებს". თუ ამოვიღებთ ბოლო პერიოდის ამ რუსულ "მესიჯბოქსს", ირაკლი კობახიძესა და მარია ზახაროვას შორის, ვნახავთ, რომ მხოლოდ სქესშია განსხვავება. მეტი არანაირი განსხვავება ზახაროვასა და კობახიძეს შორის არ არის არც მიდგომებში, არც დამოკიდებულებებში, გარდა სქესისა", - აცხადებს მანჯგალაძე.

ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარია ზახაროვა ბათუმის პორტში საკრუიზო ლაინერით რუსი ტურისტების ჩამოყვანის გამო გამართულ საპროტესტო აქციას გუშინ, 2 აგვისტოს გამოეხმაურა. ზახაროვას თქმით, საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა მხარს არ უჭერს "რუსეთის წინააღმდეგ შეკვეთილ პროვოკაციებს, რომლებსაც რადიკალური ქართული ოპოზიცია დასავლელი სპონსორების მოთხოვნით აწყობს".

რაც შეეხება "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძემ ამავე საკითხზე საუბრისას, 1-ელ აგვისტოს განაცხადა, რომ ბათუმის აქცია ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკური მიზნებით და გარე დავალებებით არის ნაკარნახევი.

აღსანიშნავია, რომ საკრუიოზო ლაინერი ASTORIA GRANDE, რომლის სოჭიდან საქართველოში შემოსავლასაც მოჰყვა აქციები, ბათუმში ორჯერ  27 და 31 ივლისს შევიდა. ორივე შემთხვევაში, გემმა ნავსადგური საქართველოს ჰიმნისა და საპროტესტო შეძახილების ფონზე, დროზე ადრე დატოვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
დონალდ ტრამპი ანკარაში ჩავიდა
პაპუაშვილი: ევროკავშირს აღარ აქვს ფუფუნება, საკუთარ თავს კვლავ ექსკლუზიურ კლუბად აღიქვამდეს
დეპარტამენტი: ავტობანის ლანჩხუთი-ლესას მონაკვეთი 9 ივლისამდე ჩაიკეტება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics