|
2023-08-03 12:26:35, 723 ნახვა
პოლიტიკა
ისკო დასენი განცხადებას ავრცელებს
უმრავლესობის წევრი ისკო დასენი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ექსპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ. „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ კონტროლირებადი მედიასაშუალებების მხრიდან, ბოლო პერიოდში, განსაკუთრებული მასშტაბები მიიღო ჩემი და ჩემი ოჯახის წინააღმდეგ წარმოებულმა დეზინფორმაციის კამპანიამ. ამჯერად, ამ კუთხით გამოირჩა ტელეკომპანია „ფორმულა“, რომელმაც არაპროფესიონალურად, ჟურნალისტური სტანდარტების დარღვევით, მტკიცებულებების გარეშე, გაავრცელა ცრუ ინფორმაცია, თითქოს მე მეკუთვნის ე.წ. ქოლცენტრი, სადაც ადამიანები ევროპელი პენსიონერების ფულის მითვისებით არიან დაკავებული. ხაზგასმით ვაცხადებ, რომ ეს არის უსინდისო ტყუილი, რომელიც არ ეფუძნება არანაირ მტკიცებულებას, „ფორმულასთვის“ ე.წ. წყაროს მიერ მიწოდებული ინფორმაციის გარდა. ასევე ხაზგასმით ვაცხადებ, რომ ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტებს ინფორმაციის გადამოწმების მიზნით ჩემთან დაკავშირების მცდელობაც კი არ ჰქონიათ. რა თქმა უნდა, არ ვაპირებ, რომ ეს აბსურდული ტყუილი რეაგირების გარეშე დავტოვო. ჩემი იურისტები უკვე ამზადებენ სარჩელს „ფორმულას“ წინააღმდეგ, რომელსაც უახლოეს დღეებში შევიტანთ სასამართლოში. ასევე, ამ ტელევიზიის წინააღმდეგ მზადდება სარჩელი ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში შესატანად. ყველამ, ვინც მიცნობს, კარგად იცის, რომ ე.წ. ქოლცენტრებთან არანაირი კავშირი არ მაქვს და „ნაციონალური მოძრაობის“ მედიასაშუალებების მხრიდან წამოსული ეს ბინძური ტყუილი ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ ჩირქი მოსცხონ ჩემს რეპუტაციას, ამავდროულად კი დააზიანონ „ქართული ოცნება“, რადგან მმართველი გუნდის წევრი ვარ“, - აღნიშნულია დასენის განცხადებაში.
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)