|
2023-08-02 21:36:27, 1382 ნახვა
პოლიტიკა
ევროკავშირის სანქციების ფარგლებში, საქართველოდან რუსეთში, ბელარუსში მანქანების რეექსპორტი აიკრძალა
ევროკავშირის სანქციების მე-11 პაკეტის ფარგლებში საქართველოდან რუსეთსა და ბელარუსში ავტომობილების რეექსპორტი აიკრძალა. აღნიშნულ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ადასტურებს. შემოსავლების სამსახურის თქმით, აშშ-დან საქართველოს ტერიტორიაზე შემოყვანილ მანქანების ექსპორტსა და რეექსპორტზე შეზღუდვა პირველი აგვისტოდან ამოქმედდა. პირველი აგვისტოდან აკრძალვა შეეხო ამერიკიდან შემოყვანილ ავტომანქანებს, 26 სექტემბრიდან კი ეს აკრძალვა ევროპის ქვეყნებიდან შემოყვანილ ავტომანქანებზეც გავრცელდება. "საქართველოს ტერიტორიაზე ამერიკის შეერთებული შტატებიდან შემოყვანილ მანქანებზე 1-ლი აგვისტოდან ამოქმედდა რეექსპორტზე/ექსპორტზე შეზღუდვა, ხოლო ევროპიდან შემოყვანილზე შეზღუდვა ამოქმედდება 26 სექტემბრიდან, როგორც ამას ითვალისწინებს დაწესებული სანქციების მე-11 პაკეტი", - აცხადებს შემოსავლების სამსახური.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)