14:36 - 07 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-02 12:06:30, 1301 ნახვა

რეგიონი
კასპში, სააკაძის ქუჩაზე ასფალტის მეორე ფენის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს

ქალაქ კასპში, სააკაძის ქუჩაზე ასფალტის მეორე ფენის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნულ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, დასრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს მერი ვახტანგ მაისურაძე და საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი ადგილზე გაეცნენ.

"ქუჩაზე უკვე მოეწყო რკინა-ბეტონის კიუვეტები, ეზოში შესასვლელები და საფეხმავლოები. 

587 გრძივ მეტრ ქუჩაზე, სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ჩაგელა“ ახორციელებს.

სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით 577 776 ლარის ფარგლებში ხორციელდება.

ქუჩის აღნიშნული მონაკეთი ასფალტირებული არასოდეს ყოფილა, ორფენიანი ასფალტის დაგების შემდეგ ადგილობრივები მოწესრიგებული საგზაო ინფრასტრუქტურით შეძლებენ სარგებლობას",- ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ფაშინიანი ხმის მიცემის შემდეგ - მიყვარს საქართველო და მიყვარს ქართველები
ფაშინიანი პუტინის განცხადებაზე: რეფერენდუმი მაშინ ჩატარდება, როდესაც რეფერენდუმის თემა იქნება
ანგელა მერკელმა აღიარა, რომ მისი თანამდებობაზე ყოფნის წლებში თავდაცვის ხარჯები არასაკმარისი იყო
სომხეთში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებში ყოველთა სომეხთა კათოლიკოსმა ხმა მისცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics