|
2023-08-01 18:15:59, 1097 ნახვა
პოლიტიკა
კინზინგერი კობახიძეს - რამდენს გიხდიან რუსები, რომ მათ დასაცავად სული გაყიდო?
ყოფილი კონგრესმენი ადამ კინზინგერი "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ საქართველოში აშშ-ის ელჩთან, კელი დეგნანთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. კინზინგერი ირაკლი კობახიძეს ახსენებს, რომ რუსეთმა მისი მოქალაქეები მოკლა და ამ დრომდე ოკუპირებული აქვს ქვეყნის 20% და უსვამს შეკითხვას, თუ რამდენს უხდიან, მას იმისთვის, რომ "სული გაყიდოს". "რუსეთმა მოკლა შენი მოქალაქეები და ოკუპირებული აქვს შენი ქვეყნის 20%. რამდენს გიხდიან ისინი, რომ მათ დასაცავად სული გაყიდო? თმა შეიჭერი ირაკლი და შენს სულში ჩაიხედე. დახმარება გჭირდება", - წერს კინზინგერი Twitter-ზე. შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მოსაზრება, რომელიც აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა რუსების შემოსვლასთან დაკავშირები განაცხადა, ქართველი ხალხი არ იზიარებს და დასძინა, რომ ქართველი ხალხის სახელით საუბარი არ არის არც ერთი ელჩის საქმე. საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა ბათუმში სოჭიდან საკრუიზო ლაინერის შემოსვლასთან დაკავშირებით გამართულ საპროტესტო აქციაზე განაცხადა: "არავინ უნდა ელოდოს ქართველებისგან, რომ მიესალმებიან ხალხს იმ ქვეყნიდან, რომელსაც საქართველოს 20% ოკუპირებული აქვს".
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)