18:00 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-01 17:46:05, 1099 ნახვა

პოლიტიკა
ბოკერია - რუსული პროპაგანდა ცდილობს დაეხმაროს ივანიშვილის რეჟიმს და გაამყაროს მისი გზავნილები

ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია გრიგორი კარასინისა და ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, რუსული პროპაგანდა ცდილობს დაეხმაროს ივანიშვილის რეჟიმს და გაამყაროს მისი გზავნილები.

მისი თქმით, ეს მხოლოდ ერთი რამით აიხსნება - ჩვენს მტერს აწყობს ის ხელისუფლება, რომელიც დღეს არის საქართველოში.

“ამ რეჟიმის ნაბიჯები ასუსტებს საქართველოს, მარტოს ტოვებს დასავლეთისგან იზოლაციაში და რუსეთის შინაშე. რუსული პროპაგანდა ცდილობს დაეხმაროს ივანიშვილის რეჟიმს და გაამყაროს მისი გზავნილები, ამით აიხსნება მათი ის თანხვედრა გზავნილებში, რასაც არა მხოლოდ ახლა, უკვე წლებია ვხედავთ”, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გრიგორი კარასინი გამოეხმაურა ბათუმში გამართულ აქციას, სადაც მოქალაქეები საკრუიზო ლაინერით რუსი ტურისტების ჩამოსვლას აპროტესტებდნენ.

როგორც კარასინმა განაცხადა, მისთვის გაუგებარია, თუ რის მიღწევას ცდილობდნენ "სააკაშვილის მყვირალები ბათუმში" და აღნიშნა, რომ რუსეთს საქართველოსთან მშვიდი და პროგნოზირებადი ურთიერთობის განვითარება სურს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
დონალდ ტრამპი ანკარაში ჩავიდა
პაპუაშვილი: ევროკავშირს აღარ აქვს ფუფუნება, საკუთარ თავს კვლავ ექსკლუზიურ კლუბად აღიქვამდეს
დეპარტამენტი: ავტობანის ლანჩხუთი-ლესას მონაკვეთი 9 ივლისამდე ჩაიკეტება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics