20:30 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-01 16:12:22, 1054 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი დეგნანზე - სახიფათო გზაა, როცა უცხოელი დიპლომატები ქართველების სახელით საუბრობენ

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ბათუმის საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას გამოეხმაურა.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, როდესაც უცხო ქვეყნის წარმომდაგენლები ქართველი ხალხის სახელით საუბრობენ არის "საკმაოდ სახიფათო გზა".

მისივე თქმით, ქართველი ხალხი "უცხოელ მეურვეობას არ საჭიროებს".

"ელჩები, თუკი ვინმეს წარმოადგენენ, ისინი წარმოადგენენ მხოლოდ საკუთარი ქვეყნის ხალხს და ელჩები თუკი რომელიმე ხალხის ინტერესს იცავენ, იცავენ მხოლოდ საკუთარი ხალხის ინტერესს. ქართველი ხალხის ინტერესის დაცვა არ გახლავთ უცხო ქვეყნის ელჩის ამოცანა. ამიტომ, ეს არის საკმაოდ ცუდი ტენდენცია, როდესაც ჩვენ უცხო ქვეყნის წარმომადგენლების მხრიდან გვაქვს ფაქტები ქართველი ხალხის სახელით საუბრისა. ეს არის მეურვეობითი დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ, თითქოს ქართველ ხალხს არ ჰყავს თავად წარმომადგენელი და სჭირდება მას უცხოელი დამხმარე, რომ მისი აზრები გააჟღეროს.

ქართველი ხალხი საკუთარ წარმომადგენლებს ირჩევს დემოკრატიული არჩევნებით და ქართველ ხალხს დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება წარმოადგენს", - განაცხადა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა ბათუმში სოჭიდან საკრუიზო ლაინერის შემოსვლასთან დაკავშირებით გამართულ საპროტესტო აქციაზე განაცხადა: "არავინ უნდა ელოდოს ქართველებისგან, რომ მიესალმებიან ხალხს იმ ქვეყნიდან, რომელსაც საქართველოს 20% ოკუპირებული აქვს".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics