20:28 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-01 13:41:18, 899 ნახვა

პოლიტიკა
12-დან სრულად შესრულებულია 1, შესასრულებელია 2 პირობა - EU-ის რეკომენდაციების შესრულების სტატუსმეტრი

როგორ მიდის საქართველო ევროკომისიის 12 პირობის შესრულებისკენ? - ამ სახელწოდებით, "ღია საზოგადოების ფონდის" ლიდერობით, 9 საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ მოამზადა რიგით მეხუთე შეფასების დოკუმენტი - სტატუსმეტრი, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მიერ ევროკავშირის 12 პრიორიტეტის შესრულებასთან დაკავშირებით, 2023 წლის 20 ივნისიდან 1-ელ აგვისტომდე პერიოდში არსებულ მდგომარეობას ასახავს.

საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლების შეფასებით, სრულად არის შესრულებული ერთი პირობა; მეტწილად შესრულებულია ორი პირობა; ნაწილობრივ შესრულებულია შვიდი პირობა და ჯერ კიდევ შესასრულებელია ევროკავშირის ორი პირობა (დეოლიგარქიზაცია და დეპოლარიზაცია).

"პირობების შესრულების კუთხით, მცირე პროგრესი შეიმჩნევა დამოუკიდებელი მედიისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის მიმართულებებით.

პირველ კონტექსტში, პრეზიდენტმა ნიკა გვარამია შეიწყალა, მეორე მხრივ კი, რიგი კანონპროექტების შემუშავების პროცესში, ხელისუფლებამ სამოქალაქო საზოგადოების გარკვეული რეკომენდაციები გაითვალისწინა.

ფაქტობრივად, ორი თვე რჩება იმისთვის, რომ ხელისუფლებამ ეს ისტორიული შესაძლებლობა გამოიყენოს და ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ყველა პირობა შეასრულოს. საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები აგრძელებენ ხელისუფლების მიერ 12 პირობის შესრულების პროგრესის შეფასებასა და ამ შეფასებების საქართველოს მოქალაქეებისთვის გაზიარებას, რადგან ევროკავშირში გაწევრიანება სწორედ ქართველი ხალხის ურყევი არჩევანია",- აცხადებენ ორგანიზაციები.

დოკუმენტი სრულად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics