05:23 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-01 10:10:06, 1290 ნახვა

ომი უკრაინაში
კრივი-რიჰზე რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 6-მდე გაიზარდა

რუსი ოკუპანტების მიერ კრივი-რიჰზე მიტანილი სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 6-მდე, დაშავებულთა კი 75-მდე გაიზარდა. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, ქვეყნის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ფსიქოლოგებმა შემთხვევის ადგილზე 100-მდე ადამიანს გაუწიეს დახმარება.

ამ დროისთვის სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები დასრულებულია.

შეგახსენებთ, კრივი-რიჰზე სარაკეტო თავდასხმა გუშინ, 31 ივლისს განხორციელდა. იერიშის დროს ერთი რაკეტა ოთხსართულიან სასწავლო დაწესებულებას, ხოლო მეორე მაღალსართულიან  საცხოვრებელ კორპუსს დაეცა, რის შედეგადაც ორივე შენობა ნაწილობრივ დაინგრა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics