|
2023-07-31 15:46:56, 730 ნახვა
საზოგადოება
ომბუდსმენი - ბათუმში ერთ-ერთმა დაკავებულმა ჩვენს რწმუნებულთან პოლიციის მხრიდან ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე ისაუბრა
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი საკრუიზო გემის წინააღმდეგ, ბათუმის ნავსადგურთან გამართულ საპროტესტო აქციაზე დაკავებულ პირთა საკითხს გამოეხმაურა. როგორც სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ბათუმში საპროტესტო აქციაზე ერთ-ერთი დაკავებულის მიმართ პოლიციამ, სავარაუდოდ, ფიზიკურად იძალადა. "საქართველოს სახალხო დამცველის ინფორმაციით, 2023 წლის 31 ივლისს რუსეთიდან გამოსული საკრუიზო გემის წინააღმდეგ, ბათუმის ნავსადგურთან გამართულ საპროტესტო აქციაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცავთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე) მუხლებით, ცხრამეტი პირი დააკავეს, მათ შორის, სავარაუდოდ, ერთი უკრაინის მოქალაქე. სახალხო დამცველის რწმუნებული შეხვდა საპროტესტო აქციაზე დაკავებულ სამ მოქალაქეს, რომელთაგან ერთ-ერთმა, რ. მ.-მ ისაუბრა პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე. დაკავებული რ. მ.-ს მიმართ განხორციელებული სავარაუდო არასათანადო მოპყრობის შესახებ სახალხო დამცველის აპარატმა დაუყოვნებლივ აცნობა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და სწრაფ და ეფექტიან რეაგირებას ელოდება. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს მიერ სახალხო დამცველის რწმუნებულისთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, საპროტესტო აქციაზე დაკავებული ცხრა მოქალაქე გადაყვანილია სენაკისა და ზუგდიდის დროებითი მოთავსების იზოლატორებში. ხოლო, ორი დაკავებულის გადაყვანა იგეგმება ოზურგეთის დროებითი მოთავსების იზოლატორში. საქართველოს სახალხო დამცველი გააგრძელებს აქციაზე დაკავებულთა სავარაუდო უფლებადარღვევის ფაქტების შესწავლას და ვითარების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას", - ნათქვვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, ბათუმის პორტში საკრუიზო გემის - ASTORIA GRANDE-ს შესვლას საპროტესტო აქცია მოჰყვა. პროტესტი მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა, რა დროსაც აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის რამდენჯერმე დაპირისპირება მოხდა. ადგილზე შეკრებილმა მოქალაქეებმა გოგებაშვილის ქუჩა გადაკეტეს და საკრუიზო ლაინერიდან რუსეთის მოქალაქეების გამოსაყვანად მისულ ავტობუსს პორტთან არ უშვებდნენ. მოგვიანებით კი, ASTORIA GRANDE-ს დატოვება რუსეთის მოქალაქეებმა მაინც შეძლეს. ისინი პორტის ტერიტორიიდან სპეციალური მიკროავტობუსის საშუალებით გაიყვანეს. საკრუიზო გემი ASTORIA GRANDE ბათუმის ნავსადგურში დღეს გამთენიისას, დაახლოებით, 06:00 საათზე შევიდა. აღსანიშნავია, რომ ASTORIA GRANDE-მ საქართველოს ზღვისპირეთში ერთი მოგზაურობა უკვე მოაწყო. საკრუიზო ლაინერი, რომელმაც მოგზაურობა სოჭიდან დაიწყო, ბათუმის ნავსადგურში 27 ივლისს შევიდა. აღნიშნულს თბილისსა და ბათუმში აქციები, სახელწოდებით "არა რუსიფიკაციას" მოჰყვა. ბათუმის პორტი ASTORIA GRANDE-მ იმავე დღეს საქართველოს ჰიმნისა და საპროტესტო შეძახილების ფონზე დატოვა.
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)