|
2023-07-31 15:17:13, 847 ნახვა
საზოგადოება
რუსი ტურისტი - არ მგონია, რომ საქართველოს 20% ოკუპირებული იყოს, აფხაზეთი საქართველო არაა
აფხაზეთი ვიცი, ოკუპირებული ტერიტორიები არ ვიცი. ჯერ სოჭია, მერე აფხაზეთი, მერე საქართველო. აფხაზეთი საქართველო არაა, - ამის შესახებ საკრუიზო ლაინერით - Astoria Grande საქართველოში ჩამოსულმა რუსმა ტურისტმა განაცხადა. როგორც ტურისტმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, საქართველოს 20% არ არის ოკუპირებული და ქართველი ხალხის მიმართ რუსებს კარგი დამოკიდებულება აქვთ. "ჩვენ რუსეთიდან ვართ, ნოვოსიბირსკიდან. საქართველო და რუსეთი კარგი მეგობრები არიან. აქ ვისვენებთ, საქართველო მოგვწონს, აქ კარგი ხალხია. ეს მხოლოდ მცირე ჯგუფებია, ნაცისტები, რომლებსაც ომი უნდათ. ცუდი ადამიანები ყველგან არიან, ცუდი ერები არ არსებობენ, არსებობს ცუდი ხალხი. არ მგონია, რომ საქართველოს 20% ოკუპირებული იყოს. რუსეთში საქართველოს მიმართ კარგი დამოკიდებულება აქვთ. ხალხი აქ ჩამოდის და მხოლოდ კარგი შთაბეჭდილებებით ბრუნდებიან. აფხაზეთი ვიცი, ოკუპირებული ტერიტორიები არ ვიცი. ჯერ სოჭია, მერე აფხაზეთი, მერე საქართველო. აფხაზეთი საქართველო არაა, არც რუსეთია. მე აფხაზეთში ნამყოფი ვარ, ხალხს ველაპარაკე, მათი აზრი მაინტერესებდა, ვართ თუ არა ოკუპანტები. მათ მითხრეს, რუსები კარგი ხალხი ხართ, ჩამოდით, აქ იცხოვრეთ, იმოგზაურეთო. დაახლოებით, 5 წლის წინ ვიყავი ბოლოს აფხაზეთში, საზღვარზე", - აცხადებს რუსი ტურისტი. შეგახსენებთ, საკრუიზო გემი ASTORIA GRANDE ბათუმის ნავსადგურში დღეს გამთენიისას, დაახლოებით, 06:00 საათზე შევიდა. საკრუიზო ლაინერის შესვლის გასაპროტესტებლად ბათუმის პორტთან აქცია დაიგეგმა და მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა, რა დროსაც პროტესტის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის რამდენჯერმე დაპირისპირება მოხდა. აღნიშნულის შემდეგ, ადგილზე შეკრებილმა მოქალაქეებმა გოგებაშვილის ქუჩა გადაკეტეს და საკრუიზო ლაინერიდან რუსეთის მოქალაქეების გამოსაყვანად მისულ ავტობუსს პორტთან არ უშვებდნენ. მოგვიანებით კი, ASTORIA GRANDE-ს დატოვება რუსეთის მოქალაქეებმა მაინც შეძლეს. ისინი პორტის ტერიტორიიდან სპეციალური მიკროავტობუსის საშუალებით გაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პორტში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 23 პირი დააკავეს. უწყების ცნობით, მოქალაქეები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით არიან დაკავებულები. აღსანიშნავია, რომ ASTORIA GRANDE-მ საქართველოს ზღვისპირეთში ერთი მოგზაურობა უკვე მოაწყო. საკრუიზო ლაინერი, რომელმაც მოგზაურობა სოჭიდან დაიწყო, ბათუმის ნავსადგურში 27 ივლისს შევიდა. აღნიშნულს თბილისსა და ბათუმში აქციები, სახელწოდებით "არა რუსიფიკაციას" მოჰყვა. ბათუმის პორტი ASTORIA GRANDE-მ იმავე დღეს საქართველოს ჰიმნისა და საპროტესტო შეძახილების ფონზე დატოვა.
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)