|
2023-07-31 14:56:35, 737 ნახვა
პოლიტიკა
აუსტრევიჩუსი - კრემლის ინტერვენციის ჰიბრიდული სცენარით, ქართველები მზარდი პოლარიზაციის საფასურს იხდიან
ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი ბათუმის პორტში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა. როგორც აუსტრევიჩუსი აღნიშნავს, კრემლის ინტერვენციის ჰიბრიდული სცენარით, ქართველი ხალხი მზარდი პოლარიზაციის საფასურს იხდის. "ქართველები აპროტესტებენ ბათუმში მორიგი რუსული კრუიზის ვიზიტს, რომელსაც კიდევ უფრო მეტი რუსი ტურისტი მიჰყავს. კრემლის ინტერვენციის ჰიბრიდული სცენარით, ქართველი ხალხი მზარდი პოლარიზაციის საფასურს იხდის", - წერს ევროპარლამენტარი სოციალურ ქსელ Twitter-ზე. შეგახსენებთ, ბათუმის პორტში საკრუიზო გემის - ASTORIA GRANDE-ს შესვლას საპროტესტო აქცია მოჰყვა. პროტესტი მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა, რა დროსაც აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის რამდენჯერმე დაპირისპირება მოხდა. ადგილზე შეკრებილმა მოქალაქეებმა გოგებაშვილის ქუჩა გადაკეტეს და საკრუიზო ლაინერიდან რუსეთის მოქალაქეების გამოსაყვანად მისულ ავტობუსს პორტთან არ უშვებდნენ. მოგვიანებით კი, ASTORIA GRANDE-ს დატოვება რუსეთის მოქალაქეებმა მაინც შეძლეს. ისინი პორტის ტერიტორიიდან სპეციალური მიკროავტობუსის საშუალებით გაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პორტში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 23 პირი დააკავეს. უწყების ცნობით, მოქალაქეები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით არიან დაკავებულები. საკრუიზო გემი ASTORIA GRANDE ბათუმის ნავსადგურში დღეს გამთენიისას, დაახლოებით, 06:00 საათზე შევიდა. აღსანიშნავია, რომ ASTORIA GRANDE-მ საქართველოს ზღვისპირეთში ერთი მოგზაურობა უკვე მოაწყო. საკრუიზო ლაინერი, რომელმაც მოგზაურობა სოჭიდან დაიწყო, ბათუმის ნავსადგურში 27 ივლისს შევიდა. აღნიშნულს თბილისსა და ბათუმში აქციები, სახელწოდებით "არა რუსიფიკაციას" მოჰყვა. ბათუმის პორტი ASTORIA GRANDE-მ იმავე დღეს საქართველოს ჰიმნისა და საპროტესტო შეძახილების ფონზე დატოვა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)