2023-07-31 12:48:47, 1481 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსებმა კრივი-რიჰზე სარაკეტო იერიში განახორციელეს [ვიდეო]
რუსმა ოკუპანტებმა კრივი-რიჰზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. უკრაინული მედია შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელზე, იგორ კლიმენკოზე დაყრდნობით წერს, რომ თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა.
კლიმენკოს განცხადებით, ერთი რაკეტა ოთხსართულიან სასწავლო დაწესებულებას, ხოლო მეორე მაღალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს დაეცა, რის შედეგადაც ორივე შენობა ნაწილობრივ დაინგრა.
"რუსებმა ორი რაკეტა ისროლეს. ერთი რაკეტა საგანმანათლებლო დაწესებულების ოთხსართულიან შენობას მოხვდა. ნანგრევების ქვეშ, სავარაუდოდ, ხალხია. მაშველები და პოლიცია მუშაობენ",- დაწერა კლიმენკომ სოციალურ ქსელში.
პოლიცია ადგილობრივ მოსახლეობას მოუწოდებს, რომ საჰაერო განგაშის დასრულებამდე თავშესაფრები არ დატოვონ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,