05:33 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-30 18:03:37, 749 ნახვა

საზოგადოება
„დავხვდეთ ოკუპანტებს ისე, როგორც იმსახურებენ“ - ხვალინდელ აქციას „ლელოც“ უერთდება

ხვალ, დილის 6 საათზე, დავხვდეთ ოკუპანტებს ისე, როგორც იმსახურებენ - ერთად დავიცვათ ამ ქვეყნის ღირსება და თავმოყვარეობა, - ამის შესახებ "ლელო საქართველოსთვის" ბათუმის ორგანიზაციის წევრმა, ვაჟა დარჩიამ განაცხადა.

ვაჟა დარჩიამ ბათუმის მოსახლეობას მოუწოდა, რომ ხვალ, დილის 6 საათზე შეუერთდნენ აქციას.

"ხვალ დილის 6 საათზე ბათუმის ნავსადგურში ისევ შემოდის რუსული საკრუიზო გემო ასტორია გრანდე. ბორტზე ამჯერად პირდაპირ პუტინის პროპაგანდისტები არიან. ადამიანები, რომლებიც ამართლებენ უკრაინაში ომს და გარდა ამისა, ამ გემის მგზავრები ვნახეთ, რომ არ იცავენ საქართველოს კანონებს, განსაკუთრებით, რა თქმა უნდა, ოკუპაციის კანონს. გამომდინარე აქედან, მე მოვუწოდებ ბათუმელებს, რომ ხვალ, დილის 6 საათზე, დავხვდეთ ოკუპანტებს ისე, როგორც ისინი იმსახურებენ - შევუქმნათ მაქსიმალური დისკომფორტი და ერთად დავიცვათ ამ ქვეყნის ღირსება და თავმოყვარეობა, - განაცხადა ვაჟა დარჩიამ.

ცნობისთვის, საკრუიზო გემი Astoria Grande, რომელმაც მოგზაურობა სოჭიდან დაიწყო, ბათუმის ნავსადგურში, 27 ივლისს შემოვიდა.

აღნიშნულს თბილისსა და ბათუმში აქციები, სახელწოდებით "არა რუსიფიკაციას" მოჰყვა.

ბათუმის პორტი Astoria Grande-მ გუშინვე საქართველოს ჰიმნისა და საპროტესტო შეძახილების ფონზე დატოვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics