2023-07-28 23:06:41, 1389 ნახვა
ომი უკრაინაში
პუტინი - ყველა პრობლემა დიალოგის გზით უნდა გადაიჭრას, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ უკრაინელები დიალოგზე უარს ამბობენ
ყველა პრობლემა დიალოგის გზით უნდა გადაიჭრას, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ისინი [უკრაინელები] ჩვენთან დიალოგზე უარს ამბობენ, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინის პრეზიდენტმა გასცა ბრძანება, რომლის თანახმადაც, რუსეთთან ნებისმიერი სახის მოლაპარაკება იკრძალება.
"ყველა პრობლემა დიალოგის გზით უნდა გადაიჭრას, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ისინი [უკრაინელები] ჩვენთან დიალოგზე უარს ამბობენ. უკრაინის პრეზიდენტმა ბრძანებაც კი გამოსცა, რომელიც რუსეთთან ნებისმიერ მოლაპარაკებას კრძალავს. არაერთხელ ვთქვით, რომ ჩვენ ამ მოლაპარაკებებისთვის მზად ვართ, მაგრამ თავს მას ვერავის მოვახვევთ", - განაცხადა პუტინმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,