|
2023-07-28 11:42:15, 905 ნახვა
პოლიტიკა
ჯაფარიძე - სააკაშვილის სიცოცხლის შენარჩუნების ღონისძიებების საჭიროებამ სისტემური ფორმა მიიღო
სისტემური ფორმა მიიღო პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლის შენარჩუნების ღონისძიებების საჭიროებამ,- ამის შესახებ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ განაცხადა. როგორც ჯაფარიძემ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, სამედიცინო პერსონალი შიშობს, რომ "შეიძლება მდგომარეობა ვეღარ დაიჭირონ". მისივე თქმით, სააკაშვილის სამედიცინო დოკუმენტაციაში არაერთი "შეუსაბამობა და ურთიერთგამომრიცხავი" ჩანაწერია. “პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ მიხეილ სააკაშვილის საბრძოლო განწყობა არის უცვლელი. ის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად, აქტიურად აგრძელებს რუსულ რეჟიმთან ბრძოლას, იმ განუკითხაობასთან ბრძოლას, რაც გუშინ ყველამ ერთად ვიხილეთ და რაც მართლაც რომ წარმოუდგენელია. ახლა რაც შეეხება მის ჯანმრთელობის მდგომარეობას, საკმაოდ რთულია და სისტემური ფორმა მიიღო სიცოცხლის შენარჩუნების ღონისძიებების საჭიროებამ. მაისის შემდგომ განსაკუთრებით ხშირად საჭიროებს ის სისხლის გადასხმას და სამწუხაროდ, ამ ყველაფერს თან ახლავს ძალიან ხშირად რიგი გართულებები, სულ რამდენიმე დღის წინ იყო მძიმე ალერგიული რეაქცია და არა მხოლოდ. ასევე, აღსანიშნავია ის ფაქტი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოდის სამედიცინო პერსონალისგან სიგნალები იმის შესახებ, რომ ისინი შიშობენ, რომ შეიძლება მდგომარეობა ვეღარ დაიჭირონ. ასევე ძალიან საყურადღებოა ის ფაქტი, რომ არაერთი შეუსაბამობა და ურთიერთგამომრიცხავი ჩანაწერები არის მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო დოკუმენტაციაში. მივმართავ სახალხო დამცველს, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს - დაუყოვნებლივ მოხდეს რეაგირება ამ ყველაფერთან დაკავშირებით, რადგან შეუძლებელია ამ ყველაფერს ვუყუროთ ასე მშვიდად და ასევე, მინდა გაცნობოთ სიხარულით, რომ ძალიან მალე, სულ რამდენიმე დღეში გაიხსნება მიხეილ სააკაშვილის საზოგადოებრივი მისაღები. ის მზად არის თქვენთან დიალოგისთვის, მას ძალიან დიდი სურვილი აქვს, როგორ ყოველთვის, ჩვენს მოქალაქეებთან იყოს უშუალო კომუნიკაციაში და გელოდებით ყველას, ვისაც სურვილი გაქვთ, რომ მას მიაწვდინოთ ხმა, გაუზიაროთ თქვენი მოსაზრებები. ის აუცილებლად მიიღებს ყველას გზავნილს და ყველას გიპასუხებთ. სულ რამდენიმე დღეში იქნება ოფისი და დეტალებს სულ მალე გაცნობებთ", - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
რუსეთის უდიდესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)