06:32 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-27 11:59:38, 688 ნახვა

საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის წარმომადგენლები მონტენეგროში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ

მონტენეგროში, ბალკანეთისა და შავი ზღვის რეგიონული შეხვედრის ფარგლებში, პარტნიორი ქვეყნების ლაბორატორიების წარმომადგენლების საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებმა ლაბორატორიული შესაძლებლობები, მიმდინარე აქტივობები და სამომავლო გეგმები განიხილეს. საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობის გაძლიერებას და ერთი ჯანდაცვის მიდგომის ფარგლებში ზოონოზური დაავადებების დიაგნოსტიკის მიმართულებებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების ვირუსის (CCHFV) ლაბორატორიული დიაგნოსტიკის მეთოდებს.

„ღონისძიება ჩატარდა MediLabSecure პროექტის ფარგლებში. სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია უკვე ხუთი წელია თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან; MediLabSecure პროექტის ფარგლებში, ლაბორატორიის სპეციალისტები, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, სწავლებებს რეგულარულად გადიან.

მონტენეგროში გამართულ შეხვედრებში, ქართულ მხარესთან ერთად, მონაწილეობდნენ ალბანეთის, სომხეთის, ბოსნია და ჰერცეგოვინა, კოსოვოს, მონტენეგროს, ჩრდილოეთ მაკედონიის, სერბეთის და თურქეთის ლაბორატორიული სექტორის წარმომადგენლები.

აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან. თანამშრომლობის ფარგლებში, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა და მიმდინარეობს“,- აღნიშNულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics