|
2023-07-27 09:24:32, 613 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - ევან ელიოტი ჩვენ ხომ არ გამოგვიგონია? საელჩოს თანამშრომელი ნამდვილად იყო და აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე განთავსებულ დოკუმენტებში ახსენეს
ევან ელიოტი, რომელიც ნახსენებია, ჩვენ ხომ არ გამოგვიგონია? საელჩოს თანამშრომელი ნამდვილად იყო და FARA-ს შესაბამისად, ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე განთავსებულ დოკუმენტებში ახსენეს. ჩვენ კი არ დაგვჭირდა, მათ დასჭირდათ ეხსენებინათ. რატომ დასჭირდათ, დააბრალეს? რაღა მაინც და მაინც ამ ადამიანს დააბრალეს? რატომ დააბრალეს? წავყვეთ ამ ვერსიას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი თქმით, ვიღაცამ უნდა თქვას, რა მოხდა სინამდვილეში, რატომ არის ნახსენები ამ ადამიანის [ევან ელიოტის] სახელი და გვარი ორგზის სატელეფონო კავშირში, რატომ გახდა საჭირო, რომ მიეთითებინათ. „იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა ეს ინფორმაცია, ეს დაწერეს ლობისტებმა. ახლა ჩვენ უნდა მოვისმინოთ ელემენტარული განმარტება. მე ნამდვილად მირჩევნია, რომ საელჩოს დავუჯერო და არა სააკაშვილის ლობისტებს. თუ ეს აბსოლუტურად ტყუილია და ასეთი ზარები არ შემდგარა, მაშინ უნდა ვთქვათ ღიად, რომ მოიტყუა ლობისტმა, როდესაც მის მიერ, ამერიკული კანონის, „რუსული კანონი“ რომ დაერქვა საქართველოში, ამ ე.წ. რუსული კანონის თანახმად განთავსებულ დოკუმენტში სააკაშვილის ლობისტებმა ჩაწერეს ტყუილი. მაშინ ამას თავისი მიზეზებიც შეიძლება ჰქონდეს. რომელია ტყუილი, რომ არ დაკავშირებიან, შემდეგ დაუკავშირდნენ, მაგრამ უარი იყო ამაზე, 6-ში დაუკავშირდნენ სხვა თემასთან დაკავშირებით და 8-ში მაინც დაუკავშირდნენ, აქტორი არ იყო საერთოდ საელჩოს თანამშრომელი თუ რა მოხდა სინამდვილეში? ჯერ ამბავი გავიგოთ ბოლომდე. დოკუმენტში მითითებულია 6 და 8 მარტს კონტაქტი, ამ დოკუმენტებს თუ დავუჯერებთ, პირდაპირ ჩანს, რომ ამ ადამიანთან გადიოდა კონტაქტზე კონკრეტული ლობისტი და ის ელაპარაკებოდა სხვადასხვა თემებზე, მაგნიტსკის სიაზე, სააკაშვილის შეწყალებაზე, რომელთან დაკავშირებითაც უნდა დაეკავშირებინა საელჩოს თანამშრომელს სალომე ზურაბიშვილთან, სალომე ზურაბიშვილმა შემდეგ დაადასტურა, რომ ასეთი მცდელობა იყო, მაგრამ მან არ მიუთითა, არ თქვა საელჩოს თანამშრომლიდან იყო თუ პირდაპირი კონტაქტი იყო. ჯერ მოგვიყვნენ ეს ადამიანები, ჩვენ ხომ არ გვიხსენებია? ან თვითონ ამ ადამიანმა, ან საელჩომ, ან სააკაშვილმა და მისმა ლობისტებმა, ან "ნაცმოძრაობამ", რომელიც ამ პროცესებს თავის დავალებების მიმცემებთან სათავეში უდგას, ვიღაცამ ხომ უნდა თქვას, რა მოხდა სინამდვილეში? რატომ არის ნახსენები ამ ადამიანის სახელი და გვარი ორგზის სატელეფონო კავშირში, რატომ გახდა საჭირო, რომ ეს მიეთითებინათ, კიდევ რას უნდა ველოდოთ, სად იყო ვიღაც ჩარეული თუ არ იყო ვიღაც ჩარეული? ხომ უნდა მოგვიყვნენ, რა მოხდა სინამდვილეში? თუ დავუშვათ ვერსია, რომ ტყუილა ჩაწერეს, მაშინ რასთან გვაქვს საქმე, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობის გაფუჭების მცდელობაა და ამერიკის საელჩოს კონკრეტული თანამშრომელი სპეციალურად ახსენეს სააკაშვილის ლობისტებმა, რომ რაღაც დიდი უთანხმოება და სკანდალი ყოფილიყო? იქ საკმაოდ მკაცრია ტყუილთან დაკავშირებული სანქციები, იმ ამერიკულ ე.წ. რუსულ კანონში, ამერიკაში რომელიც მოქმედებს და თუ ეს ტყუილი დადასტურდა, არ არის მარტივი გადასატანი იმ ადამიანების მხრიდან, ვინც ეს დოკუმენტი შეავსო ხო? ანუ, რა მიზნით მოიტყუა? მაშინ ეს უნდა გაირკვეს და გაარკვიონ, გვითხრან. მაგრამ როდესაც ჩვენ ამას ვკითხულობთ, პირველივე დასკვნა და ემოცია არის, რომ ეს ადამიანი ჩართული იყო ამაში“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ „იმედი LIVE”- ში.
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)