08:39 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-26 11:09:53, 1449 ნახვა

ეკონომიკა
TASS - რუსულმა Дальэнергомаш-მა 30-წლიანი პაუზის შემდეგ საქართველოში ტექნიკის მიწოდება განაახლა

ხაბაროვსკის საინჟინრო ქარხანა Дальэнергомаш-მა 30-წლიანი პაუზის შემდეგ საქართველოში ტექნიკის მიწოდება განაახლა. აღნიშნულ ინფორმაციას რუსული სამთავრობო გამოცემა TASS-ი რეგიონის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს.

Дальэнергомаш-ის ცნობით, საქართველოში აღჭურვილობა მიეწოდება ქიმიურ ქარხანას, რომელიც მინერალურ სასუქებს აწარმოებს.

"ბოლო 30 წლის განმავლობაში პირველად ქარხანამ მიიღო შეკვეთა საქართველოდან. აზოტის აირის გენერატორი გაეგზავნება ქიმიურ ქარხანას, რომელიც მინერალურ სასუქებს აწარმოებს",- აცხადებენ ქარხანაში.

როგორც TASS-ი წერს, Дальэнергомаш-ი აწარმოებს კომპრესორებს, წნევისა და ელექტრო მოწყობილობებს მეტალურგიული კომპლექსებისა და ქიმიური მრეწველობის ქარხნებისთვის.

ქარხანა აღჭურვილობას ათეულობით ქვეყანას, მათ შორის ბელარუსს, ბულგარეთს, ინდოეთსა და ირანს აწვდის.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics