|
2023-07-25 13:44:22, 666 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - თუ არ გვექნება კონკრეტიკა, დეოლიგარქიზაციის პრობლემა ვერ გადაიჭრება
ჩვენ ვხედავთ ერთ პრობლემას დეოლიგარქიზაციის თემის კუთხით - თუ არ გვექნება კონკრეტიკა, ეს საკითხი დარჩება ერთგვარ ღია ჭრილობად. დეოლიგარქიზაცია წაყენებული არის სამივე ქვეყნის - უკრაინის, მოლდოვის და საქართველოს მიმართ, თუმცა საჭიროა კონკრეტიკა. თუ არ იქნება კონკრეტიკა, მათ შორის პერსონიზირებული კონკრეტიკა, ამასთან დაკავშირებით, დეოლიგარქიზაციის პრობლემა ვერ გადაიჭრება,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის ორგანიზებით გამართულ კონფერენციაზე „საქართველოს გზა ევროკავშირისკენ" განაცხადა. კობახიძის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ ზუსტად ერთი წლის წინ წარადგინა 12 პუნქტის შესრულების გეგმა და ის, რისი გაკეთებაც შესაძლებელი იყო, ივნისის ბოლომდე სათანადოდ შესრულდა. „12 პუნქტი ძირითადად უკავშირდება კანონმდებლობის გადასინჯვას, რომლის ფარგლებშიც განხორციელდა ფუნდამენტური საარჩევნო რეფორმა. რეგლამენტში შევიდა მნიშვნელოვანი ცვლილებები, რაც იძლევა კარგ საფუძველს იმისთვის, რომ თვისობრივად გაუმჯობესდეს მთავრობის მიმართ საპარლამენტო ზედამხედველობის ხარისხი. მნიშვნელოვანი ცვლილებები გვაქვს სასამართლოს ნაწილშიც. ჩვენ გავყევით ვენეციის კომისიის, ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს, ბევრი მიმართულებით განხორციელდა ცვლილება. ჩვენ პირნათელი ვართ ჩვენი ევროპელი პარტნიორების წინაშე. ერთი იყო სასამართლოს საკითხი, რომელიც უკავშირდება უფრო ფართო რეფორმის განხორციელებას, გვჭირდება კონსულტაციები და მეტი კონკრეტიკა, რა იგულისხმება სასამართლოს ფართო რეფორმაში კანონმდებლობის დონეზე და ჩვენ მზად ვართ რეკომენდაციებისთვის. რეკომენდაციის თანახმად, ჩვენ არ უნდა მივიღოთ კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ. ამ კანონის მიღება მეორე მოსმენაზე გავაჩერეთ. წარმოდგენილი რეკომენდაციები უკვე ავსახეთ კანონმდებლობაში, ამიტომ აქ გვჭირდება მეტი კონკრეტიკა, რა შეიძლება გაკეთდეს მეტი, პარტიების დაფინანსების კუთხით. ჩვენ ვხედავთ ერთ პრობლემას დეოლიგარქიზაციის თემის კუთხით - თუ არ გვექნება კონკრეტიკა, ეს საკითხი დარჩება ერთგვარ ღია ჭრილობად. დეოლიგარქიზაცია წაყენებული არის სამივე ქვეყნის - უკრაინის, მოლდოვის და საქართველოს მიმართ, თუმცა საჭიროა კონკრეტიკა. თუ არ იქნება კონკრეტიკა, მათ შორის პერსონიზირებული კონკრეტიკა, ამასთან დაკავშირებით, დეოლიგარქიზაციის პრობლემა ვერ გადაიჭრება. ჩვენ გვაქვს ის პოზიცია, რომ კონკრეტული კანონის მიღებასთან დაკავშირებით ღიად რჩება საკითხი. ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ამაზე გვექნება დამატებითი კონსულტაციები. გვჭირდება გარანტიები, რომ საკითხი იქნება გადაწყვეტილი ამ კანონის მიღების გარეშეც და ნათელი მოეფინება პრობლემის არსს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
რუსეთის უდიდესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)