|
2023-07-25 11:56:36, 675 ნახვა
საზოგადოება
ოთარ შამუგიამ რომში გამართულ გაეროს სასურსათო სისტემების სამიტში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ იტალიის რესპუბლიკის დედაქალქ რომში, გაეროს სასურსათო სისტემების სამიტში მიიღო მონაწილეობა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ღონისძიებას, რომელიც გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციაში გაიმართა, 1 200 დელეგატი, მათ შორის, 19 ქვეყნის მეთაური და 65 ქვეყნის მინისტრები ესწრებოდნენ. სამიტის ფარგლებში გამართულ მაღალი რანგის სესიაზე სიტყვით გამოვიდნენ გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში, იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯა მელონი, სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტები და მთავრობის მეთაურები. მონაწილეებმა სასურსათო სისტემების 2021 წლის სამიტზე აღებული ვალდებულებების პროგრესი და მიღწეული შედეგები განიხილეს. როგორც სესიაზე აღინიშნა, კონკრეტული მაგალითების გაზიარებით, გადაუდებელი და მასშტაბური ღონისძიებების მხარდაჭერით მდგრადი სასურსათო სისტემების შექმნა ხელს უწყობს უკეთესი შედეგების მიღებას. როგორც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ განაცხადა, კვლავ აქტუალურია კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული უარყოფითი გავლენა სოფლის მეურნეობაზე. მისივე თქმით, ამ ფონზე, უაღრესად მნიშვნელოვანია სახელმწიფოების კოორდინირებული მოქმედებები, რათა გარემოზე ნაკლები ზიანის მიყენებით წარმოებული ჯანსაღი სურსათი ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდეს, აღებული საერთაშორისო ვალდებულებები სისტემურად დაინერგოს პრაქტიკაში და 2030 წლისთვის, მდგრადი სურსათის სისტემების არსებობა მსოფლიოში რეალობად იქცეს. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სასურსათო სისტემების სტაბილურობის და მდგრადობის უზრუნველსაყოფად, საქართველოს მთავრობა ახორციელებს მნიშვნელოვან სახელმწიფო პროგრამებს, რომელიც მოიცავს ღირებულებათა ჯაჭვის თითოეული ეტაპის ხელშეწყობას - მათ შორის არის ფერმერთათვის შეღავათიან ფინანსურ რესურსებზე წვდომა, სურსათის წარმოების და გადამუშავების ხელშეწყობა, აგროდაზღვევა და სხვა არაერთი ინიციატივა. როგორც შამუგია ამბობს, სახელმწიფო პოლიტიკის ხელშეწყობით, კერძო სექტორის თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად განვითარების შედეგია, ბოლო 10 წელიწადში ქართული აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის თითქმის 147%-იანი ზრდა. „საქართველო აქტიურად აგრძელებს სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიის და მცენარეთა დაცვის მარეგულირებელი კანონმდებლობის დაახლოებას ევროკავშირის სამართლებრივ აქტებთან, როგორც ეს გათვალისწინებულია ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით. 2015 წლიდან დღემდე, ქართულ კანონმდებლობაში გადმოტანილია 190 ევრორეგულაციის და დირექტივის მოთხოვნები. ეს პროცესი გახდა უფრო ინტენსიური, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს ევროკავშირის მიერ მიენიჭა ევროპული პერსპექტივა და გვაქვს მოლოდინი, რომ ქვეყანა წლის ბოლოსთვის მიიღებს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს. სასურსათო სისტემების სამიტის ფარგლებში, საქართველომ წარმატებით ჩაატარა ეროვნული დიალოგები, რათა მომხდარიყო არსებული სიტუაციის ანალიზი და შესაბამისი ზომების დაგეგმვა. მომზადებული ანგარიში წარედგინა სამიტის სამდივნოს. აღსანიშნავია, რომ საქართველო იყო პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელმაც დასრულებული დოკუმენტი წინასწარ გააგზავნა სამიტისთვის“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ. რომში გამართულ გაეროს სასურსათო სისტემების სამიტს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ შამუგიასთან ერთად, იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი და ქ. რომში გაეროს საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი კონსტანტინე სურგულაძე ესწრებოდა.
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)