|
2023-07-23 10:46:01, 1081 ნახვა
პოლიტიკა
თალაკვაძე - ხაბეიშვილმა აღიარა, რომ ენმ-ი ყოველთვის ერთი კაცის - სააკაშვილის პარტია იყო
ხაბეიშვილმა აღიარა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ყოველთვის იყო ერთი კაცის - მიხეილ სააკაშვილის პარტია,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა. თალაკვაძის თქმით, ენმ-ის თავმჯდომარის განცხადებით ნათელი გახდა ასევე ნიკა მელიას პარტიის თავმჯდომარეობიდან გადაყენების მიზეზი - მელია სააკაშვილის ავტორიტარიზმს პარტიაში საფრთხეს უქმნიდა. „მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილი წავიდა, საქართველოს პასპორტი გადააგდო, სხვა ქვეყნის მოქალაქეობა ითხოვა და დღეს უკრაინულად ელაპარაკება საქართველოდან მედიას, ეს პარტია არის ერთი კაცის პარტია და მათი დაბრუნება ხელისუფლებაში ნიშნავს სააკაშვილის, მერაბიშვილის, იმ ადამიანების დაბრუნებას ხელისუფლებაში, რომლებიც ხალხმა 2012 წელს არჩევნებით და საკმაოდ სერიოზული ძალისხმევით გაისტუმრა. რომ არ ყოფილიყო მაშინ ბატონი ბიძინა ივანიშვილი, "ქართული ოცნება", რა თქმა უნდა, ის ხელისუფლება სისხლიანი დაპირისპირებისთვისაც მზად იყო და ამისთვის ჰქონდათ ყველანაირი რეზერვი შემქნილი. კიდევ დაადასტურა, რომ მელია იმიტომ გადააყენეს, რომ ის საფრთხეს უქმნიდა მიხეილ სააკაშვილის ავტორიტარიზმს პარტიაში და მოიყვანეს ხაბეიშვილი, რომელიც ამ განცხადებებს გააკეთებს, რომ ის არის დროებითი მსახური და ადგილს უნახავს სააკაშვილს - ეს არის მისი განცხადება, რომ მე ადგილს ვუნახავ სააკაშვილს, არ ვიფიქროთ, რომ ვაშაძეს ან სხვებს ამაზე ჰქონდეთ პრეტენზია, ყველა ეთანხმება. კარგია, რომ ყველაფერს ერქმევა ისევ თავისი სახელი და რაც არ უნდა სხვადასხვა ფერის მაისურები ჩაიცვან და სხვადასხვა ნომრები აიღონ, საზოგადოებას ვერ მოატყუებენ", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)