10:42 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-22 17:39:37, 1250 ნახვა

ეკონომიკა
შამუგია - მივიღეთ გადაწყვეტილება, რქაწითელისა და კახური მწვანის ჯიშის ყურძენზე 20 თეთრის ოდენობის სუბსიდირება განვახორციელოთ

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში, 2023 წლის რთველთან დაკავშირებული შეხვედრა გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრაზე მიღებული გადაწყვეტილებით, რქაწითელისა და კახური მწვანის ჯიშის ყურძენზე სუბსიდირება 2023 წელსაც განხორციელდება.

„პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, გვქონდა შეხვედრა მიმდინარე წლის რთველთან დაკავშირებით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ რთველი ორგანიზებულად ჩატარდეს, თითოეულმა მევენახემ შეუფერხებლად ჩააბაროს ყურძენი და, ამავდროულად, სათანადო შემოსავალი მიიღოს. პარალელურად, ვმუშაობთ, რომ ჩვენს მეწარმეებს ჰქონდეთ წვდომა მსოფლიო ბაზრებზე. პრიორიტეტულ ბაზრებზე ვახორციელებთ აქტიურ კამპანიას ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის, რომლის შედეგადაც, ბოლო პერიოდის განმავლობაში, გვაქვს ექსპორტის მაჩვენებლების მნიშვნელოვანი ზრდა; შარშან 30%-მდე ზრდა გვქონდა და ამ დინამიკას წელსაც ვინარჩუნებთ. ზრდა გვაქვს სპირტიანი სასმელების ექსპორტის მაჩვენებლებშიც. აღნიშნულის გათვალისწინებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ წელს რქაწითელისა და კახური მწვანის ჯიშის ყურძენზე განხორციელდება სუბსიდირება 20 თეთრის ოდენობით. გასულ წლებში, მოგეხსენებათ, სუბსიდირების ოდენობა 35 თეთრი იყო. წლევანდელი რთველის ფარგლებში, ყველა ის საწარმო, რომელიც მევენახეებისგან აღნიშნული ჯიშების ყურძენს ჩაიბარებს არანაკლებ 90 თეთრად, მიიღებს სუბსიდიას 20 თეთრის ოდენობით. შესაბამისი განკარგულება მომზადდება უახლოეს დღეებში და მთავრობას წარედგინება“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთ-ჩრდილოეთ კორეის ურთიერთობები ახალ ისტორიულ ეტაპზე შევიდა
AI განათლება მომავლის შესაძლებლობებისთვის: თიბისისა და GAIA-ს ერთობლივი ინიციატივები
სტუდიო ლიბერთი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის მთავარი პარტნიორია
მოსკოვში ავტომობილის აფეთქების შედეგად მოკლული გენერალი დამირ დავიდოვია, რომელიც სარაკეტო და არტილერიის დირექტორატის ხელმძღვანელობდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics