21:45 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-22 15:07:52, 1087 ნახვა

პოლიტიკა
ურსულა ფონ დერ ლაიენი - უკრაინაში, მოლდოვასა და საქართველოში ისტორიის ახალი თავი იწერება

უკრაინაში, მოლდოვაში, საქართველოსა და ასევე, დასავლეთ ბალკანეთში დღეს ევროპის ისტორიის ახალი თავი იწერება,- ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ნიუ-იორკში, მსოფლიო მშვიდობისა და თავისუფლების ჯილდოს მიღებისას განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინა თითოეული ქვეყნის თავისუფლებისთვის იბრძვის.

"ჩვენი გაერთიანების ისტორია არის ახალგაზრდა და ძველი დემოკრატიების გაძლიერების ისტორია. ეს არის ომის შემდეგ აღორძინებული გერმანიისა და იტალიის ისტორია, ეს არის ესპანეთის, პორტუგალიისა და საბერძნეთის ისტორია დიქტატურიდან დემოკრატიამდე, ეს არის დემოკრატიული აღორძინების ისტორია რკინის ფარდის დაშვების შემდეგ. დღეს ამ ისტორიის ახალი თავი იწერება უკრაინაში, მოლდოვაში, საქართველოში. ეს არის ევროპის დაპირება - ერთიანი კონტინენტი, სადაც ყველა თანასწორია კანონის წინაშე, თავისუფლება და დემოკრატია ყველასათვის",- განაცხადა ლაიენმა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics