07:23 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-21 14:31:05, 1208 ნახვა

საზოგადოება
„მიეცი თავს მეტისუფლება“ – „თიბისი“ დაზღვევის ახალი კამპანია

ამ ზაფხულს რომელი მიზეზით აპირებ მოგზაურობაზე უარის თქმას? შვებულების აღების გამბედაობა არ გყოფნის თუ ორი თვის წინ დაწყებულ რემონტს არ უჩანს ბოლო? „თიბისი“ დაზღვევის ახალი კამპანია, “მიეცი თავს მეტისუფლება” სწორედ ამ მიზეზებზე გვიყვება, რომელთა გამოც ხშირად დავრჩენილვართ სახლში და გამოვრჩენილვართ ახალ თავგადასავლებს. ბევრი წვრილმანი არ წასვლის მნიშვნელოვან არგუმენტად გვეჩვენება ხოლმე, მაგრამ ვაღიაროთ, უცხო ქვეყნის მონახულებით მოგვრილ ემოციებს უარის თქმის ვერცერთი მიზეზი გაუტოლდება.

ხანდახან იმდენად ვბოჭავთ საკუთარ თავს აბსურდული მიზეზებით, რომ საბოლოოდ მოგზაურობა შორეულ თავგადასავლად გვეჩვენება და უკვე ჩვენგან გამბედაობასაც კი მოითხოვს. იმის შესახსენებლად, რომ მოგზაურობაზე უარის თქმის ნებისმიერი მიზეზი უმნიშვნელოა, „თიბისი“ დაზღვევამ “სიტყვის მონასთან” კოლაბორაციით შექმნა კამპანია, რომლის ვიდეო რგოლებშიც ვხედავთ, “ხორცშესხმულ” მიზეზებს, რომლებიც გვაკავებს და ხელს გვიშლის ახალი გამოცდილებების მიღებაში. კამპანიის კონცეფციაზე კრეატიულმა სააგენტო HOLMES&WATSON-მა იმუშავა, ხოლო ვიდეოების რეჟისორი გიორგი ქვლივიძეა. „სიტყვის მონა“ ალტერნატიული ქართული ლექსიკონია, ლინგვისტური ექსპერიმენტებისა და სიტყვებით თამაშის მოყვარულებისთვის. სწორედ გამოგონილი, მაგრამ მაინც ნაცნობი სიტყვების გაჟღერებით  კომპანიამ დაგვანახა, თუ როგორ სასაცილოდ და უაზროდ ჟღერს ჩვენი მოგზაუარობა, ანუ როცა მოგზაურობაზე უარს ვამბობთ.

„თიბისი“ დაზღვევა გაუმჯობესებული პირობების სამოგზაურო დაზღვევას გთავაზობს, რომელიც შენს საყვარელ ქვეყნებში ყოფნას მეტად ლაღსა და საიმედოს გახდის. სასურველი პაკეტის შეძენა მარტივად ჩატში, საიტზე ან აპში შეგიძლია. და როცა მიხვდები, რომ სანერვიულო არაფერია, მიეცი თავს მეტისუფლება.

ნახეთ ვიდეო აქ: https://fb.watch/lV5Tk8p2ic/





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics