14:09 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-21 10:28:45, 1236 ნახვა

სამართალი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თიანეთში 2 უკანონო სანახშირე გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თიანეთის მუნიციპალიტეტში ნახშირის უკანონო გამოწვის 2 ფაქტი გამოავლინეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამნეტი ავრცელებს.

მათი ცნობით, დაურეგისტრირებელი სანახშირეები მოქალაქეებს სოფელ ალოტის მიმდებარე ტყეში ჰქონდათ მოწყობილი.

„მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სამართალდარღვევების მიმართ ოქმები ნახშირის წარმოების რეგლამენტის დარღვევისა და  ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის ტექნიკური ანგარიშის არქონის ფაქტებზე შეადგინეს და სანახშირეების დემონტაჟი მოახდინეს.

მასალები, შემდგომი განხილვის მიზნით, შესაბამის რაიონულ სასამართლოში გადაიგზავნა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ კანონის დარღვევის ფაქტების გამოვლენა, აღკვეთა და პრევენცია პრიორიტეტულია. დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, 2023 წლის 1 იანვრიდან დღემდე, ქვეყნის მასშტაბით 114 უკანონო სანახშირეა გამოვლენილი. თითოეულ სამართალდარღვევაზე მყისიერი რეაგირება მოხდა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.   





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
დრონის დარტყმები რუსეთში: ხანძარი ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქარხანაში
ტრამპის ადმინისტრაციამ 20 მდე მიგრანტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გადაასახლა, მათ შორის არიან ქართველებიც
ტრამპი ირანთან შეთანხმების მიღწევას დაჰპირდა, თუმცა თეირანი რაიმე შეთანხმებას უარყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics