08:09 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-19 17:16:02, 823 ნახვა

საზოგადოება
მერია - მთაწმინდის რაიონში, რჩეულიშვილის ქუჩაზე სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა

ვერაზე, გ. რჩეულიშვილის ქუჩაზე VI კორპუსის მიმდებარედ არსებულ სკვერს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისი მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, სკვერი ახლებურად დაგეგმარდა და ამორტიზებული ინფრასტრუქტურა სრულად შეიცვალა.

მთაწმინდის რაიონის გამგეობის მიერ, პროექტის ფარგლებში, მოეწყო საბავშვო გასართობი ზონები - დამონტაჟდა სხვადასხვა სახის ატრაქციონი, დაიგო დეკორატიული ფილები, მოეწყო მოსასვენებელი პავილიონები და ტერიტორია შემოისაზღვრა ლითონის მოაჯირებით. ასევე, ჩატარდა გამწვანების მასშტაბური სამუშაოები და შესაბამისი ინვენტარი - საპარკო სკამები, ურნები და განათების ქსელი სკვერის მთელ ტერიტორიაზე განთავსდა.

დასრულებულ სამუშაოებს მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე გამგეობის თანამშრომლებთან ერთად გაეცნო.

„ჩვენთვის კეთილმოწყობილი სკვერებისა თუ მწვანე სივრცეების მოწყობა პრიორიტეტულია, ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობთ ყველა უბანში განვახორციელოთ მსგავსი პროექტი. თუმცა, საკმაოდ ხშირია ვანდალური ფაქტები და გვიწევს ერთი და იმავე სკვერების რამდენჯერმე რეაბილიტაცია. ამის ნათელი მაგალითია ეს სკვერი, რომელსაც რეაბილიტაცია რამდენიმე წლის წინ ჩავუტარეთ. წელს კი, ახლებურად დავაგეგმარეთ და სრულად შეიცალა თითოეული დეტალი.

ადგილობრივ მცხოვრებლებს ძალიან მოსწონთ ახალი სკვერი. ჩვენი თხოვნაა, რომ მოუფრთხილდნენ და მაქსიმალურად შეინარჩუნონ არსებული ინფრასტრუქტურა“, - განაცხადა დავით კირკიტაძემ.

პროექტი მთაწმინდის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან დაფინანსდა, რაშიც 300 000 ლარი დაიხარჯა.

 




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics