|
2023-07-14 17:16:50, 928 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი - კრემლმა უკან დაიხია, შეშინდნენ - ქვის სროლა მოკლემეტრაჟიანი რუსული ოცნება იყო
რუსი "კაგებეშნიკის" ოჯახში გაზრდილი კობახიძე იყო მთავარი ორგანიზატორი კასპშიც და საგარეჯოშიც. დღეს ვხედავთ, რომ კრემლმა უკან დაიხია, შეშინდნენ,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ენმ-ის მიერ რეგიონებში გამართულ შეხვედრებთან დაკავშირებით განაცხადა. ხაბეიშვილის თქმით, "ქვის სროლა მოკლემეტრაჟიანი რუსული ოცნება იყო". “ასე იცის ბევრმა ბაქი-ბუქმა. ეს რუსი "კაგებეშნიკის" ოჯახში გაზრდილი კობახიძე იყო მთავარი ორგანიზატორი კასპშიც და საგარეჯოშიც. თუ ვინმე დასაკითხი და დასაკავებელი არის, მათ ენაზე რომ ვთქვა, ესაა ნაგლი კობახიძე, ლილუაშვილი და ღარიბაშვილი. დღეს ვხედავთ, რომ კრემლმა უკან დაიხია, რაღაცნაირად შეშინდნენ. მარტვილშიც ჩავატარებთ შეხვედრას, იმერეთშიც, დედაქალაქში, სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში, ქალაქებში. ცხადია, ეს ასე იქნება. ეს ქვის სროლები იყო მოკლემეტრაჟიანი რუსული ოცნება, რომ ვინმე შეშინდებოდა და თურმე მოსახლეობას აღარ შევხვდებოდით. სხვათა შორის მოგვიწია ბანერის გაკეთება, რომ ქვის სროლით პენსიები არ იზრდება. შესაბამისად, ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას, რომ 60 წლამდე დაიწიოს საპენსიო ასაკმა და მეორე, ის სესხები, რომლებიც აქვს 358 ათას პენსიონერს, უნდა გაუნულდეთ. ყველა ქალაქში ჩავალთ, ყველა მუნიციპალიტეტში, დავპირდებით მოსახლეობას, რუსულ პარტიას გავაცილებთ პოლიტიკური ველიდან და აუცილებლად შევასრულებთ მერე ამ დაპირებებს",- ამბობს ხაბეიშვილი. ცნობისთვის, დღეს, 14 ივლისს "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ "რაც მეტს ივლის ხაბეიშვილი რეგიონებში, მით უკეთესი - უფრო კარგად გამოჩნდება აგენტურის სახე".
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)