02:24 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-14 13:50:09, 813 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - იმედი მაქვს, ზურაბიშვილი სააკაშვილთან დაკავშირებით მაინც, ქვეყნის ინტერესების კარნახით იმოქმედებს

იმედი მაქვს, სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მაინც, არა ვიღაცის ინტერესების კარნახით, არამედ ქვეყნის ინტერესების კარნახით იმოქმედებს,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან  დაკავშირებით, უკრაინის უმაღლეს რადაში დაინიცირებულ პროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

კობახიძის თქმით, "ამ კოორდინაციაში იგივე ადამიანები არიან ჩართული, ვინც საქართველოში ლამობდა მეორე ფრონტს".

„აქ ჩანს კოორდინაცია და კოორდინაციას აქვს ერთადერთი მიზანი - ეს არის პოლარიზაცია, არეულობა, საბოლოო ჯამში, მეორე ფრონტი. თუ დააკვირდებით, ზუსტად იგივე ადამიანები არიან ყველგან ჩართული ამ კოორდინაციაში, ვინც საქართველოში ლამობდა მეორე ფრონტს. მათ შორის კონკრეტული ადამიანები, რომლებიც მოგვიწოდებდნენ პირდაპირ მეორე ფრონტისკენ. აქედან გამომდინარე, საზოგადოებამ უნდა ამოიკითხოს, თუ რა არის ამ ყველაფრის მიზანი.

რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს,  იმედი მაქვს, რომ ამ შემთხვევაში მაინც, ის მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც არის საბოლოო ჯამში ქვეყნის ინტერესებში, არა ვიღაცის ინტერესების კარნახით იმოქმედებს, არამედ იმოქმედებს ქვეყნის ინტერესების კარნახით“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, უკრაინის რადაში დარეგისტრირდა მიმართვის პროექტი, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული მიზნით შეწყალებისა და სამკურნალოდ გადაყვანის შესახებ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics