|
2023-07-14 13:22:48, 888 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - რაც მეტს ივლის ხაბეიშვილი რეგიონებში, მით უკეთესი - უფრო კარგად გამოჩნდება აგენტურის სახე
რაც მეტს ივლის ხაბეიშვილი რეგიონებში, მით უკეთესია. არათუ ხელი უნდა შეუშალოს ამას ვინმემ, პირიქით, რაც შეიძლება მეტად უნდა შევუწყოთ ხელი ხაბეიშვილის რეგიონებში სიარულს იმიტომ, რომ უფრო კარგად გამოჩნდება ამ აგენტურის, კოლექტიური "ნაცმოძრაობის", პარტია „ნაცმოძრაობის“ სახე,- ასე უპასუხა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის რეგიონებში ვიზიტის შესახებ დასმულ შეკითხვას. კობახიძის განცხადებით, ხაბეიშვილი და გამარჯვება ურთიეთსაპირისპირო ცნებებია. „ხაბეიშვილის გამარჯვება საოცრებაა, ეს ერთგვარი ოქსიმორონია. რაც შეეხება ჩემს დამოკიდებულებას, წინა შემთხვევის დროსაც, არ მახსოვს კასპი იყო თუ საგარეჯო, როდესაც ხაბეიშვილს დაუპირისპირდნენ სამოქალაქო აქტივისტები, მე ვთქვი, რომ ეს არ არის სწორი, ეს არ არის მიზანშეწონილი. არ შეიძლება ხაბეიშვილი ხელოვნურად აქციო რაღაც მნიშვნელოვან ფიგურად. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ, როგორც წინა შემთხვევაში, აქაც მოვუწოდებ მე ნებისმიერ ადამიანს, სამოქალაქო აქტივისტებს, ჩვენს მხარდამჭერებს და ა.შ. რომ პირიქით, რაც შეიძლება მეტი გასაქანი მისცენ ხაბეიშვილს, რომ მეტი იაროს რეგიონებში, მეტად წარმოაჩინოს "ნაცმოძრაობის" ნამდვილი სახე“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)