11:39 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-13 16:47:38, 1561 ნახვა

ომი უკრაინაში
CNN - უკრაინელი გენერალი ადასტურებს, რომ კიევმა შეერთებული შტატებისგან კასეტური საბრძოლო მასალა მიიღო

უკრაინელი გენერალი ოლექსანდრ ტარნავსკი CNN-თან ადასტურებს, რომ კიევმა ამერიკის შეერთებული შტატებისგან კასეტური საბრძოლო მასალა მიიღო. 

გენერლის განცხადებით, უკრაინას იარაღი ჯერ არ გამოუყენებია.

”ჩვენ ახლახან მივიღეთ ის. ჯერ არ გამოგვიყენებია, მაგრამ მას შეუძლია რადიკალურად შეცვალოს ვითარება [ბრძოლის ველზე]. მტერსაც ესმის, რომ ამ საბრძოლო მასალის მიღებით ჩვენ გვექნება უპირატესობა. მტერი დათმობს ყველა იმ ტერიტორიას, სადაც შესაძლებელია მისი გამოყენება“,- ამბობს ოლექსანდრ ტარნავსკი.

ცნობისთვის, 7 ივლისს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ აშშ უკრაინას კასეტურ საბრძოლო მასალას გადასცემს.

"რთული გადაწყვეტილება იყო, თუმცა უკრაინას ეს სჭირდება",- თქვა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ეს სასარგებლო იქნება“: ტრამპს პუტინის ნახვა აშშ-ში G20-ის სამიტზე სურს
PSP-ს კამპანიის „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა
პოლიციამ ძარცვის, ქურდობისა და კომპიუტერული მონაცემის ხელყოფის ბრალდებით ოთხი არასრულწლოვანი დააკავა
თბილისში, ბინაში უცხო ქვეყნის მოქალაქე მოკლა და მიიმალა - შსს-მ 1 პირი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics