10:02 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-13 14:17:24, 989 ნახვა

საზოგადოება
ზურაბ აზარაშვილმა დევნილთა საცხოვრებელი კომპლექსის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე, დევნილთათვის განკუთვნილი საცხოვრებელი კომპლექსის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა. 

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მაისში დაწყებული მშენებლობის პროცესი აქტიურ ფაზაშია.

"თითქმის დასრულებულია ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა, მიმდინარეობს შიდა და ფასადის სამუშაოები, რომლის დასრულება  2025 წელსაა გათვალისწინებული.

როგორც ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, პროექტის დასრულებისთანავე, თითოეულ ოჯახს, თანამედროვე სტანდარტების, ახალგარემონტებული ბინა გადაცემა. 

საცხოვრებელ კომპლექსში, ახალი ბინა 2400 ოჯახს გადაეცემა. პროექტის მიხედვით, 11 თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კორპუსი აშენდება, რომლის ბიუჯეტი 243 613 670 მილიონ ლარს შეადგენს. 

მინისტრთან ერთად, სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ზურაბ უტიაშვილი, სააგენტოსა და სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლები გაეცნენ. 

დევნილი ოჯახებისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, საქართველოს 5 ქალაქში, მასშტაბური სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს - თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, ზუგდიდსა და ბორჯომში, დევნილი ოჯახებისთვის, საცხოვრებელი კომპლექსები შენდება. 

პროექტის ფარგლებში, 2025 წლის ბოლომდე, 7000-ზე მეტ ოჯახს ახალ ბინები გადაეცემა, ხოლო 6 000 ოჯახი, „სოფლად სახლის“ პროგრამის ფარგლებში, დაკმაყოფილდება. ჯამში, 13 000 ოჯახი საცხოვრებელი ფართით იქნება უზრუნველყოფილი. აღნიშნული პროექტისთვის, 900 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი",- ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics