00:27 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-13 13:32:21, 894 ნახვა

პოლიტიკა
მაჭარაშვილი სააკაშვილზე - როგორც ჩანს, მკურნალობა აღარ სჭირდება

როგორც ჩანს, მკურნალობა აღარ სჭირდება,- ამის შესახებ ანტიდასავლური მოძრაობა "ხალხის ძალის" წარმომადგენელმა, გურამ მაჭარაშვილმა მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მაჭარაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, "ვივამედმა" - კლინიკამ, სადაც ექსპრეზიდენტი მკურნალობს, უნდა თქვას, რომ სააკაშვილს მკურალობა აღარ სჭირდება, რის შემდეგაც მას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანენ.

"სამკურნალოდ არ სჭირდება ამ ადამიანს [მიხეილ სააკაშვილს] გადაყვანა. ამბობს, რომ მე ვარ პოლიტიკაში - არა მხოლოდ ქართულშიო, არამედ მსოფლიო პოლიტიკაშიო. როგორც ჩანს, მკურნალობა აღარ სჭირდება. მე დიდი ხანია ვამბობ, რომ კლინიკა "ვივამედმა" თქვას, რომ აღარ სჭირდება მკურნალობა და გადავიდეს ციხეში. პატიმარი სააკაშვილი არც კვდება და არც აწამებენ. თუ პოლონელი ექიმები დაარწმუნებენ სააკაშვილს, რომ ქართულ პოლიტიკაში და საერთოდ პოლიტიკაში აღარ იყოს, ამ შემთხვევაში შეიძლება მადლიერებიც დავრჩეთ",- ამბობს მაჭარაშვილი.

ცნობისთვის, გუშინ, 12 ივლისს პოლონელი მედიკოსები კლინიკა "ვივამედში" ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად შევიდნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics