|
2023-07-13 11:21:41, 1012 ნახვა
საზოგადოება
მეუფე ნიკოლოზი - მეუფე შიო მშვენივრად გრძნობს თავს - თუ ვინმემ მოწამლა, არ ვარგებულა ის მკვლელი
მეუფე შიო მშვენივრად გრძნობს თავს, თუ ვინმემ მოწამლა, არ ვარგებულა ის მკვლელი,- ამის შესახებ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა პატრიარქის მოსაყდრის, მეუფე შიო მუჯირის შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მეუფე ნიკოლოზმა მედიასთან საუბრისას აღნიშნა, მეუფე შიოს მოწამვლა "ხელოვნურია". "მეუფე შიო მშვენივრად გრძნობს თავს და თუ ვინმემ მოწამლა, არ ვარგებულა ის ვიღაც მკვლელი, ვერ მოუწამლავს ესე იგი, ამიტომ არ არის მოწამლული... "ციანიდის საქმე" ასევე არის შეთხზული ჟურნალისტების მიერ, არავითარი "ციანიდის საქმე" არ არსებობს სინამდვილეში. იქაც ასე იყო, აღიძრა გამოძიება, მოკლედ ეს ხელოვნური საქმეებია, ისიც და ესეც. რომელზეც ნამდვილად უწერია, რაც გავარკვიე, რომ პატრიარქის მკვლელობის მცდელობისთვის არ არის გასამართლებული, სხვა ბრალდება აქვს წარდგენილი",- განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა. შეგახსენებთ, 5 ივლისს ქართულმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, საქართველოს საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიო მუჯირი მოწამლეს. 6 ივლისს კი, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ მეუფე შიოს სისხლში მძიმე მეტალების შემცველობა დაშვებულზე მეტი აღმოჩნდა და არ არის გამორიცხული, მისი ავადმყოფობა ვიღაცის ინტერესში იყოს.
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)