|
2023-07-13 10:36:22, 1060 ნახვა
მსოფლიო
ჯო ბაიდენი ფინეთში ჩავიდა
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ფინეთში ჩავიდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გამოცემა "ამერიკის ხმა" ავრცელებს. "ამერიკის ხმის" ცნობით, ბაიდენი ფინეთის პრეზიდენტს, საული ნიინისტეს, ფინეთის პრემიერ-მინისტრს, პეტერი ორპოს შეხვდება. გამოცემის ცნობით, დაგეგმილია შეხვედრები სკანდინავიის სხვა ქვეყნების პრემიერ-მინისტრებთანაც: ულფ კრისტერსონტან (შვედეთი), იონას გაჰრ შტორთან (ნორვეგია), მეტე ფრედერიკსენთან (დანია) და კატრინ იაკობსდოტირთან (ისლანდია). აღსანიშნავია, რომ ბაიდენსა და სკანდინავიის ქვეყნების ლიდერებს შორის მოლაპარაკების მთავარი თემა უსაფრთხოების, ეკოლოგიისა და ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობა იქნება. როგორ "ამერიკის ხმა" წერს, ბაიდენი გახდება აშშ-ის პირველი პრეზიდენტი, რომელიც ჰელსინკს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ ეწვია. შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ფინეთამდე დიდ ბრიტანეთსა და ლიეტუვაში იმყოფებოდა. ბაიდენი დიდ ბრიტანეთში 10 ივლისს ჩავიდა და პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკსა და მეფე ჩარლზ მესამეს შეხვდა. რაც შეეხება ლიეტუვას, შეერთებული შტატების პრეზიდენტი ქვეყანას 11-12 ივლისს, ნატოს სამიტზე დასასწრებად ეწვია.
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
ბრიანსკში საცხოვრებელ შენობებზე დრონის შეჯახების შედეგად 13 ადამიანი დაშავდა
მოსკოვმა 9 მაისს კიევზე თავდასხმით დაიმუქრა და სხვა ქვეყნებს საელჩოების ევაკუაციისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)