|
2023-07-13 10:01:45, 813 ნახვა
საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სამინისტრო - ხორბლის ჩაბარების პროცესი მარნეულის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს
ქართული ხორბლის მოსავლის აღება-დაბინავების პროცესი აქტიურ ფაზაში შედის. წისქვილკომბინატები მეხორბლე ფერმერებისგან ათასობით ტონა ხორბალს იბარებენ. მარნეულის მუნიციპალიტეტში მოქმედ შპს „აგროსისტემებს“ ხორბლის ჩასაბარებლად ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონების მეხორბლეებმა მიმართეს. როგორც „აგროსისტემების“ დირექტორი რენა ბაბაევა აცხადებს, პროცესის წარმატებას ხელი აქტიურად შეუწყო იმ ფაქტმა, რომ, მთავრობის გადაწყვეტილებით, იმპორტირებულ ფქვილზე საიმპორტო საფასური დაწესდა. ადგილობრივი წისქვილკომბინატები ამუშავდნენ და ხორბლის დაბინავება შეფერხების გარეშე მიმდინარეობს. „წელს ხორბლის კარგი მოსავალია. წისქვილები ნელ-ნელა ამუშავდა და უკვე ჩაბარებაც დაწყებულია. ძალიან დაგვეხმარა მთავრობის გადაწყვეტილება - საიმპორტო საფასურის დაწესება. დაგვიკავშირდნენ სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან: ბოლნისიდან, დმანისიდან, თეთრიწყაროდან, სადახლოდან; ხორბალს ვიბარებთ კახეთის რეგიონის მეხორბლეებისგანაც. პროცესი აღდგა და ვფიქრობ, უკეთესი შედეგი გვექნება. თუ ასეთი ტემპით იმუშავებს წისქვილკომბინატები, მეხორბლეები კმაყოფილები იქნებიან“, - განაცხადა „აგროსისტემების“ დირექტორმა რენა ბაბაევამ. ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)