10:52 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-12 14:43:15, 725 ნახვა

საზოგადოება
კომუნიკაციის უნარების გაუმჯობესების საკითხებზე სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონული სამსახურების თანამშრომლებისთვის ტრენინგები ჩატარდა

სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის, რეგიონული სამსახურებისა და საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრების 200-ზე მეტ თანამშრომელს კომუნიკაციის უნარების საკითხებზე ტრენინგები ჩაუტარდათ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ტრენინგების მიზანია მეტად ეფექტიანი და მოქნილი გახადოს სოფლის განვითარების სახელმწიფო პროგრამების მონაწილე და პოტენციურ ბენეფიციარებთან კომუნიკაციის სისტემა და გააუმჯობესოს საკონსულტაციო მომსახურების ხარისხი.

„ორდღიანი ტრენინგები მოიცავდა ციფრული კომუნიკაციის, სამიზნე სეგმენტის მობილიზებისა და მომსახურების სტანდარტების საკითხებს.

აღსანიშნავია, რომ რეგიონული სამსახურებსა და საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრებში კომუნიკაციის გამართული სისტემა ხელ შეუწყობს სოფლად მცხოვრები მოსახლეობის, მათ შორის, ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული რეგიონების მოსახლეობისა და ქალების ჩართულობის ზრდა სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამებსა და პროექტებში.

სწავლება „რეგიონებში მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების“ პროექტის (RSMEDP) მხარდაჭერით ჩატარდა, რომელიც ხორციელდება Swisscontact (ძირითადი განმახორციელებელი) Mercy Corps და Springfield Center კონსორციუმის მიერ, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) დაფინანსებით. პროექტის მიზანია გაიზარდოს რეგიონებში მცირე და საშუალო მეწარმეების მედეგობა, ფინანსებზე და ბიზნესის მხარდამჭერ სერვისებზე ხელმისაწვდომობის ხელშეწყობის გზით“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

 
 




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics