|
2023-07-12 14:23:27, 783 ნახვა
საზოგადოება
მეუფე იაკობი - საპატრიარქოში მეუფე შიოს მტერი არ ჰყოლია - წესიერი კაცია, გინახავთ, რომ ჩემსავით გამოვიდეს?
საპატრიარქოში მეუფე შიოს მტერი არ ჰყოლია. რატომ უნდა ჰყოლოდა?- ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა განაცხადა. მეუფე იაკობის თქმით, პატრიარქის მოსაყდრის, მეუფე შიო მუჯირის შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებით "ვერცერთ ვერსიას ვერ გამორიცხავს". "ჩემსავით, რომ იმას აკეთებდეს და ჩემნაირ ადამიანს მტერი ჰყავდეს სხვანაირი გასაგებია, მაგრამ მოწამვლით რატო უნდა მომწამლონ მეც? მეუფე წესიერი კაცია ურთიერთობებშიც და იმაშიც და გინახავთ სადმე ჩემსავით გამოვიდეს? რაფინირებულად ლაპარაკობს... შორენა თეთრუაშვილიო - შორენას თავისი ადგილი აქვს, მეუფე შიოს თავისი ავტორიტეტი. ერთმანეთის საქმეებში ვერ იკვეთებიან. როდესაც გავიგე, რომ შრომისუნარიანია, ცუდზე არ ვფიქრობ. ვნახოთ, რა იქნება მიზეზი. დღეს შეიძლება ბევრი ჩინური პროდუქცია იყოს, ხომ იცით, რაც ხდებოდა სათამაშოებზე. არ ვიცი, რომელი მეტალი იყო მის სისხლში აღმოჩენილი. მე ვერცერთ ვერსიას ვერ გამოვრიცხავ. მე რომ თავინავე მცდოდნოდა, რომ მტერი ჰყავს და რაღაცა ჩემი ვერსია მექნებოდა. შიგნით [საპატრიარქოში] მტერი არ ჰყოლია. რატომ უნდა ჰყოლოდა? მოსაყდრეა, ქორეპისკოპოსი“,- განაცხადა მეუფე იაკობმა. შეგახსენებთ, 5 ივლისს ქართულმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, საქართველოს საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიო მუჯირი მოწამლეს. 6 ივლისს კი, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ მეუფე შიოს სისხლში მძიმე მეტალების შემცველობა დაშვებულზე მეტი აღმოჩნდა და არ არის გამორიცხული, მისი ავადმყოფობა ვიღაცის ინტერესში იყოს.
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)