|
2023-07-12 09:30:20, 968 ნახვა
მსოფლიო
მაიკ პენსი - უკრაინა ნატოში გაწევრიანებას ომის მოგების შემდეგ უნდა დაელოდოს
უკრაინა ნატოში გაწევრიანებას ომის მოგების შემდეგ უნდა დაელოდოს,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა. პენსის თქმით, "მნიშვნელოვანია, აშშ-მა უკრაინას მიაწოს ის, რაც გამარჯვებისთვის სჭირდება". „გულწრფელად მჯერა, რომ როგორც თავისუფალი სამყაროს ლიდერმა და დემოკრატიის არსენალმა, მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინელებს მიაწოდოს ის, რაც მათ სჭირდებათ ბრძოლისა და გამარჯვებისთვის და მოიგერიონ ეს არაპროვოცირებული რუსული შეჭრა, მაგრამ ნატოს წევრობის საკითხზე მე ვილაპარაკე ვოლოდიმირ ზელენსკისთან - ვფიქრობ, ყველა უნდა დაველოდოთ ომის მოგებას“,- ამბობს პენსი. როგორც CNN წერს, პენსი, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრის ფონზე, აშშ-ის მიერ უკრაინის მიმართ მხარდაჭერის ძლიერი დამცველი გახდა, ჯერჯერობით ერთადერთი "რესპუბლიკელი" საპრეზიდენტო კანდიდატია, რომელიც ომში მყოფ ქვეყანას ეწვია. ცნობისთვის, ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში ნატოს სამიტი მიმდინარეობს. გუშინ, 11 ივლისს ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსის სამიტის პირველი დღის შედეგების შემდეგ, ორგანიზაციის წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ უკრაინისთვის MAP-ი (ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმა) გააუქმონ.
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
ბრიანსკში საცხოვრებელ შენობებზე დრონის შეჯახების შედეგად 13 ადამიანი დაშავდა
მოსკოვმა 9 მაისს კიევზე თავდასხმით დაიმუქრა და სხვა ქვეყნებს საელჩოების ევაკუაციისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)