|
2023-07-12 01:54:36, 873 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - ვინც ცდილობს ამ ქვეყანაში შიდა პოლიტიკური ვითარების არევას, მას აქვს ერთადერთი ინტერესი
არიან ძალები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ სიმშვიდე არ იყოს ამ ქვეყანაში, გაღვივდეს ე.წ. პოლარიზაცია. ეს არის ადგილობრივი ოპოზიცია ლოკალურად, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, უკრაინის ხელისუფლება პირდაპირ მოგვიწოდებდა არა მარტო კონფრონტაციისკენ, პირდაპირ მეორე ფრონტზე ჰქონდათ საუბარი უმაღლეს დონეზე უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს და არის სამწუხაროდ, არაერთი დასავლელი პოლიტიკოსი, რომელიც პირდაპირ მოგვიწოდებს გამწვავებისკენ - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში "თავისუფალი ხედვა" განაცხადა. მისი თქმით, ვინც ცდილობს ამ ქვეყანაში შიდა პოლიტიკური ვითარების არევას, მას აქვს ერთადერთი ინტერესი, ამ არეულობის შედეგი აუცილებლად იქნება ის სცენარი, რომელიც უკრაინაში განხორციელდა მისივე თქმით, როდესაც რეგიონში ასეთი მძიმე ვითარებაა, სამეზობლოში არის უპრეცედენტო მასშტაბის ომი, ასეთ დროს, ყველა კეთილმოსურნე, თუ ომი არ უნდა, ამ ქვეყანაში მაქსიმალურ სიმშვიდეზე უნდა ზრუნავდეს. „ყველა, ვინც მოგვიწოდებს კონფრონტაციისკენ, გამწვავებისკენ, სანქციების დაწესება ხომ გახსოვთ, ასევე მოხალისეების გაგზავნაზე იყო ჯერ კიდევ როდის საუბარი, ასეთი მოწოდებებით ვინც გამოდის და ვინც მოსვენებას არ აძლევს ამ ქვეყანას, წარმოიდგინეთ, ასეთი მძიმე ვითარებაა რეგიონში, სამეზობლოში არის უმძიმესი ომი, უპრეცედენტო მასშტაბის ომი, ბოლო ათწლეულების განმავლობაში რეგიონს ამ მასშტაბის ომი არ ქონია და ასეთ დროს, ყველა კეთილმოსურნე, თუ ომი არ უნდა მართლა, უნდა ზრუნავდეს მაქსიმალურ სიმშვიდეზე ამ ქვეყანაში, მაგრამ არიან ძალები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ სიმშვიდე არ იყოს ამ ქვეყანაში, რომ გაღვივდეს ე.წ. პოლარიზაცია და ა.შ. ეს არის ადგილობრივი ოპოზიცია ლოკალურად, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. უკრაინის ხელისუფლება პირდაპირ მოგვიწოდებდა არა მარტო კონფრონტაციისკენ, პირდაპირ მეორე ფრონტზე ქონდათ საუბარი უმაღლეს დონეზე უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს და არის არაერთი პოლიტიკოსი, სამწუხაროდ დასავლელი პოლიტიკოსი, რომელიც პირდაპირ მოგვიწოდებს გამწვავებისკენ“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, მოგვიწოდებდნენ რუსეთისთვის სანქციების დაწესებისკენ, ეს არის იმ მასშტაბის კონფრონტაცია, რომლის ფუფუნება საქართველოს არ აქვს. „სანქციების დაწესების ფუფუნება აქვს ნატო-ს წევრ ქვეყანას, მაგრამ არ აქვს საქართველოს. ის სანქციებიც არის მოქმედი შეზღუდულ ფარგლებში, რასაც აწესებენ ნატო-ს წევრი ქვეყნები. იქ, სადაც თვითონ მეტ ზიანს იღებენ, ვიდრე რუსეთი, სანქციებს არ აწესებენ. ანუ, ვაჭრობა მიმდინარეობს მაგალითად დღემდე. წლის განმავლობაში ასეულობით მილიარდ დოლარს იღებს რუსეთი დასავლეთის სახელმწიფოებისგან, ნატო-ს წევრი სახელმწიფოებისგან, იმიტომ, რომ იქაც პრაგმატულად უდგებიან ამ ყველაფერს, სადაც თვითონ უფრო დაზიანდება, ვიდრე რუსეთი, იქ სანქციას ბუნებრივია არ აწესებს, მაგრამ ჩვენ კონკრეტული ძალები, მათ შორის დასავლეთიდან, გვთხოვდნენ რუსეთისთვის სანქციების დაწესებას.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)