08:22 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-11 17:46:22, 1144 ნახვა

მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკი ვილნიუსში, NATO-ს სამიტზე დასასწრებად ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვილნიუსში, NATO-ს სამიტზე ჩავიდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობითვე, ვილნიუსში ჩავიდა უკრაინის პირველი ლედი ოლენა ზელენსკაც. 

შეგახსენებთ, 11-12 ივლისს ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში ნატოს სამიტი იმართება.

გარდა ამისა, ცოტახნის წინ NATO-ს სამიტზე ჩავიდა ასევე უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი.

აღსანიშნავია, რომ მანამდე, ზელენსკიმ Twitter-ზე უკმაყოფილება გამოთქვა სიგნალების გამო, რომელთა მიხედვით, მისი თქმით, NATO-ს სამიტზე უკრაინის შესახებ ტექსტი უკრაინის მონაწილეობის გარეშე განიხილება. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics