08:23 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-11 15:12:15, 1114 ნახვა

მსოფლიო
ბაიდენი - პუტინს ჰგონია, რომ ნატოს გატეხვა შეუძლია - ის ამას ვერ შეძლებს

ვფიქრობ, პუტინს ჰგონია, რომ მას წარმატების მიღწევა და ნატოს გატეხვა შეუძლია - ის ამას ვერ შეძლებს,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ვილნიუსის სამიტის დაწყებამდე, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ბაიდენის თქმით, სტოლტენბერგის ლიდერობას უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

„მინდა აღვნიშნო, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე თქვენ აგრძელებთ ნატოს ხელმძღვანელობას. თქვენ გენდობიან და თქვენზე უკეთ ვერავინ ერკვევა სიტუაციაში, რომლის წინაშეც ვართ. ნამდვილად ისტორიული მომენტია, როდესაც შვედეთი და ფინეთი უერთდებიან ალიანსს. ამიტომ, თქვენს ლიდერობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

თქვენ არაერთხელ მოგისმენიათ აშშ-ის პრეზიდენტისგან, რომ პუტინს ჰგონია, მას წარმატების მიღწევა და ნატო-ს გატეხვა შეუძლია. ის ამას ვერ შეძლებს განსაკუთრებით, თქვენთან ერთად“,- მიმართა ჯო ბაიდენმა იენს სტოლტენბერგს.

შეგახსენებთ,  11-12 ივლისს ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში ნატოს სამიტი იმართება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics