|
2023-07-11 14:14:42, 562 ნახვა
საზოგადოება
გიორგაძე - თავდაცვის კოდექსის შემუშავებაში ჩართული იყვნენ როგორც ქართველი, ისე საერთაშორისო ექსპერტები
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საზოგადოების სწორად ინფორმირების მიზნით, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ თავდაცვის კოდექსთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთა და ბოლო პერიოდში გავრცელებულ არაერთ დეზინფორმაციას უპასუხა. მისი განცხადებით, თავდაცვის კოდექსი ქართველი და საერთაშორისო პარტნიორების აქტიური მონაწილეობითა და მათი გამოცდილების გაზიარებით შემუშავდა. „ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ კოდექსი მუშავდებოდა რამდენიმე წლის განმავლობაში. კოდექსის შემუშავებაში ჩართული იყვნენ როგორც ქართველი, ისე საერთაშორისო ექსპერტები. ასევე, შეთანხმება მოხდა ჩვენს ნატოელ პარტნიორებთან და პარტნიორ სახელმწიფოებთან, ორგანიზაციებთან. აშშ-ისა და ნატოს დახმარებით, გვაქვს შემუშავებული და დამტკიცებული თავდაცვის ძალების განვითარების 10-წლიანი გეგმა და სწორედ იმ გეგმებისთვის, რეფორმებისთვის, რაც ემსახურება თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას, აუცილებელია სამართლებრივი საფუძვლების შექმნა,“ - აღნიშნა გრიგოლ გიორგაძემ. მინისტრის მოადგილის განმარტებით, ახალი კოდექსი სამხედროებისთვის მნიშვნელოვან სოციალურ გარანტიებს ადგენს და ზრდის ნატოსთან ურთიერთთავსებადობას. მან საზოგადოებას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, კონკრეტული პოლიტიკური ორგანიზაციები აღნიშნულ საკითხს ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის იყენებენ. „მხოლოდ „გირჩი“ რჩება, რომელიც დისკრედიტაციას უკეთებს ამ კოდექსს. სხვა დანარჩენი, აშშ, ნატოელი პარტნიორები თუ სხვა ექსპერტები, ყველა მხარდაჭერას უცხადებს თავდაცვის კოდექსს, ვინაიდან ეს ემსახურება თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას და ნატოსთან თავსებადობის ამაღლებას“, - განაცხადა გრიგოლ გიორგაძემ.
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)