|
2023-07-11 13:57:50, 938 ნახვა
პოლიტიკა
ბოკუჩავას განცხადებით, პარლამენტში უნდა შეიქმნას სპეციალური კომისია, რომელიც 3 ივლისს, პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის საკითხს შეისწავლის
ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, პარლამენტში უნდა შეიქმნას სპეციალური კომისია, რომელიც "საარჩევნო კოდექსთან“ დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის საკითხს შეისწავლის. როგორც ბოკუჩავამ პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე აღნიშნა, პრეზიდენტის ვეტოს დაძლევასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არაუფლებამოსილმა სხდომამ მიიღო. "დღევანდელმა სხომამაც აჩვენა, რომ ძალიან ხშირ შემთხვევაში, უმრავლესობას არ აქვს ხოლმე კვორუმი და არაუფლებამოსილი სხდომების ფონზე მიმდინარეობს ხოლმე ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება. მათ შორის, არაუფლებამოსილი სხდომის მიერ მოხდა გადაწყვეტილების მიღება პრეზიდენტის ვეტოს დაძლევასთან დაკავშირებით... ვთვლით, რომ უნდა შეიქმნას სპეციალური კომისია, რომელმააც უნდა შეისწავლოს აღნიშნული საკითხი, რადგან არ გვაქვს იმედი, რომ საპროცედურო კომიტეტი, რომელი რეალურად ასეთ საკითხებს უნდა განიხილავდეს და იღებდეს გადაწყვეტილებებს, მიიღებს რამე სახის გადაწყვეტილებას",- თქვა თინა ბოკუჩავამ. ცნობისთვის, პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო 3 ივლისს დაძლია. კენჭისყრის შედეგები კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა პარტია „გირჩის“ წარმომადგენელმა, ალექსანდრე რაქვიშავილმა და განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ვეტოს დაძლევის პროცედურა გააყალბა. აღნიშნულის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ პარლამენტისგან 3 ივლისის კენჭისყრაზე დეტალური ინფორმაცია მოითხოვა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)